• dateსექტემბერი 28, 2026
    time01:00 PM

    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    28 სექტემბერს ტრადიციული „აფხაზეთის კვირეულის“ ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ჯინჭარაძესა და განათლებისა და კულტურის მინისტრს, გიორგი ძაძამიას უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის ფოიეში თემატური გამოფენაც მოეწყო.

    სტუმრები უნივერსიტეტის კანცლერს, ვახტანგ წივწივაძეს შეხვდნენ, სადაც მხარეებმა ინსტიტუციურ დონეზე არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები მიმოიხილეს.

    შეხვედრამ ჟიული შარტავას სახელობის აუდიტორიაში გადაინაცვლა. მთავრობის წარმომადგენლებმა თავიანთ საქმიანობაზე ისაუბრეს და განსაკუთრებული ყურადღება დევნილებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო ინიციატივებს დაუთმეს. დისკუსიის თემები ასევე იყო დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მხარდამჭერი პროექტები, სამშვიდობო პოლიტიკა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.

    ღონისძიება, რომელსაც რექტორის მრჩეველი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ფარეშიშვილი უძღვებოდა, უნივერსიტეტის წარმომადგენელთა გამოსვლებით გაგრძელდა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს რექტორმა კახაბერ კორძაიამ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მარინა გედევანიშვილმა, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკატერინე ჭალაგანიძემ და პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ.

    შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში დასრულდა - სტუდენტებმა მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე მთავრობის წევრებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

    სხვა სიახლეები