• dateსექტემბერი 29, 2026
    time09:00 AM

    გაცვლითი პროგრამა უსკუდარის უნივერსიტეტში (სტამბოლი, თურქეთი)

    banner

    2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი  აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ უსკუდარის უნივერსიტეტში.

    პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: მედიცინისა და სტომატოლოგიის   პროგრამების სტუდენტებს.  

    აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება შესაბამისი განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება. 

    სწავლის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი

    საკონკურსო ადგილი: 5  

    საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი, 2026 წ.

    სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე: 

    ird@ciu.edu.ge 

    სააპლიკაციო დოკუმენტები:

    • პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
    • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
    • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
    • CV (ინგლისურ ენაზე)

    შერჩევის პროცედურა:

    • სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
    • გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან

    შეფასების ძირითადი კრიტერიუმები: 

    • მოტივაცია
    • აკადემიური მოსწრება
    • ენობრივი კომპეტენცია

    ფინანსური პირობები: 

    • ამ პროექტის ფარგლებში სტუდენტები უსკუდარის უნივერსიტეტში განთავისუფლებულები არიან სწავლის საფასურის გადახდისაგან, იხდიან CIU-ში ჩვეულ რეჟიმში. მგზავრობის და ცხოვრების ხარჯებს დაფარავს სტუდენტი. 

    სხვა სიახლეები