• dateსექტემბერი 29, 2026
    time02:00 PM

    CIU-ში პროფესიული განვითარების შესახებ ინტერაქციული ვორქშოპები გაიმართა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სტუდენტთა პიროვნული ზრდისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ინტერაქციული ვორქშოპების სერია განხორციელდა. პრაქტიკული საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის უწყვეტი სწავლისა და პიროვნული განვითარების შესაძლებლობების შექმნას, თვითშემეცნების, თვითეფექტიანობისა და პასუხისმგებლობის უნარების გაძლიერებას, ასევე პროფესიული განვითარებისთვის საჭირო კომპეტენციების ჩამოყალიბებას.

    ვორქშოპებს უძღვებოდა თამარ ჯანიაშვილი - სერტიფიცირებული Soft Skills ტრენერი, ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წევრი, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი (EPC) და სტუდია „Happy Place“-ის დამფუძნებელი. შეხვედრებს მოდერატორობა გაუწია უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა გურამ ლილუაშვილმა.

    ოთხი შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა თვითშემეცნება და ავთენტურობა, კრიზისული სიტუაციების განვითარების შესაძლებლობად გარდაქმნა, პირადი რწმუნებულებებისა და ღირებულებების გააზრება, თავდაჯერებულობის გაძლიერება და პიროვნული კეთილდღეობის მიღწევა.

    „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩავატარეთ ვორქშოფები, რომლებიც ემსახურებოდა სტუდენტების პიროვნული და პროფესიული განვითარების გზაზე ახალ აღმოჩენებს - როგორ გადალახონ კრიზისები, არ აღიქვან ისინი დაბრკოლებად ან მარცხად, არამედ მათში დაინახონ ზრდის წერტილი. შეხვედრების მიზანი იყო ასევე მათი თავდაჯერებულობის ამაღლება, რომელიც წარმატების გზაზე ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, სტუდენტების ჩართულობით, თითოეული მათგანისგან დავინახეთ მაღალი ინტერესი და აქტიურობა, ასევე იყვნენ გულწრფელები და ეს არის საუკეთესო რამ რაც შეიძლება ტრენერმა აუდიტორიისგან მიიღოს. თითოეულ მათგანს ჰქონდა საკუთარ თავზე მუშაობის სურვილი, დარწმუნებული ვარ ისინი ძალიან ბევრ აღმოჩენას გააკეთებენ და ახალი ხედვით გააკეთებენ არჩევანს“, - აღნიშნა თამარ ჯანიაშვილმა.

    პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და ინტერაქციული აქტივობების საშუალებით გაეაზრებინათ საკუთარი შესაძლებლობები, პიროვნული რესურსები და პროფესიული მიზნები.

    აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „Happy Place“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის პროფესიული განვითარებისა და უწყვეტი განათლების შესაძლებლობების შექმნას.

    ამასთან, ხუთ სტუდენტს საჩუქრად გადაეცა ტრენერთან ინდივიდუალური ქოუჩ-სესია, რაც მათი პიროვნული და პროფესიული განვითარების მიმართულებების განსაზღვრასა და ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავებას შეუწყობს ხელს.
     

    სხვა სიახლეები