„მეღვინე-ტექნიკოსი“ - სასწავლო პროცესის გახსნა
24 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კორპუსში პროფესიული გადამზადების პროგრამის, „მეღვინე-ტექნიკოსის“ სასწავლო პროცესის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული დღიდან სწავლა პროგრამის მესამე ნაკადის ათმა მსმენელმა დაიწყო. პროექტი ხორციელდება სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დაფინანსებით და მისი ხანგრძლივობა ათ კვირას შეადგენს. სასწავლო პროცესი დატვირთულია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კომპონენტებით, რისთვისაც გამოყენებული იქნება როგორც უნივერსიტეტის თბილისის ბაზა, ისე ოკამის საწარმო სოფელ აღაიანში. გახსნის ღონისძიებას პროგრამის მონაწილეებთან ერთად ესწრებოდნენ პროფესიული განათლების ცენტრის დირექტორი, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და დარგის სპეციალისტები.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი, თეა ოსეფაშვილის ხელმძღვანელობით, 2023 წლის იანვარში შეიქმნა, რაც მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის აქტიურ ჩართვას პროფესიული განათლების სისტემაში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2024 წლის აგვისტოში მოპოვებული უფლება სამი სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელებაზე, რაც ცენტრს საშუალებას აძლევს გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები. დაარსებიდან დღემდე ცენტრმა უკვე ოთხი სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულა, სამომავლოდ კი იგეგმება მიღების გამოცხადება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სხვადასხვა ახალ პროგრამებზე, რაც კიდევ უფრო გააფართოებს ცენტრის საგანმანათლებლო საქმიანობის არეალს.
სხვა სიახლეები
აპრილი 27, 2026
02:10 PM
ინდოეთის ელჩის ვიზიტი CIU-ში
24 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (CIU) ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ამიტ კუმარ მიშრა ეწვია.
აპრილი 27, 2026
12:00 PM
ინფორმაციული ტექნოლოგიების ორმაგი დიპლომის პროგრამა ბრაგანსას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (პორტუგალია)
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ინფორმაციული ტექნოლოგიების ორმაგი დიპლომის პროგრამაზე პარტნიორ ბრაგანსას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (პორტუგალია) 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
აპრილი 24, 2026
01:00 PM
კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა










