კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ახალ ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამას - „კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი“ - უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა.
სხვა სიახლეები
აპრილი 21, 2026
01:00 PM
პროფესორ მუთლუ არათს CIU-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
მედიცინის სფეროში გამორჩეული მიღწევების, ჰემატოლოგიასა და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაში სამაგალითო ლიდერობის, კლინიკურ მეცნიერებასა და სამედიცინო განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე, უნივერსიტეტისადმი გაწეული ფასდაუდებელი მხარდაჭერის, ჯანდაცვის სფეროში ინოვაციების წახალისებისა და აკადემიური საზოგადოების პროგრესისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ერთგულების დასტურად, 20 აპრილს, პროფესორ მუთლუ არათს (თურქეთი) კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
აპრილი 21, 2026
10:00 AM
საგრანტო კონკურსი „აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინიციატივების წახალისება მეცნიერების პოპულარიზაციისთვის“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) აცხადებს საგრანტო კონკურსს - „აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინიციატივების წახალისება მეცნიერების პოპულარიზაციისთვის“.
აპრილი 20, 2026
01:00 PM
CIU-ს სტუდენტები გაცვლითი პროგრამით სამხრეთ კორეაში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები - მაგდა ეკალაძე და ანასტასია კონცელიძე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლას სამხრეთ კორეაში, ჩონამის ეროვნულ უნივერსიტეტში აგრძელებენ.