• dateაპრილი 27, 2026
    time02:10 PM

    ინდოეთის ელჩის ვიზიტი CIU-ში

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    24 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (CIU) ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ამიტ კუმარ მიშრა ეწვია. 

    დღის ფარგლებში ელჩმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ კახაბერ კორძაიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. საუბრისას აღინიშნა უნივერსიტეტის მჭიდრო აკადემიური თანამშრომლობა ინდურ მხარესთან და უცხოელ სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისები. შეხვედრას CIU-ს მხრიდან ასევე ესწრებოდა მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაგდა თორთლაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები.  

    ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ელჩის შეხვედრა მედიცინის ფაკულტეტის ინდოელ სტუდენტებთან. შეხვედრისას ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება მათ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე გაამახვილა. ამიტ კუმარ მიშრამ ახალგაზრდებს დეტალურად გააცნო ის საკონსულო სერვისები, რომლებიც მათ მხარდაჭერას ემსახურება და ურჩია, აქტიურად გამოიყენონ საელჩოში რეგისტრაციის შესაძლებლობა, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარება ოპერატიულად მიიღონ.

    შეხვედრების დასასრულს, ელჩმა პირადად დაათვალიერა უნივერსიტეტის თანამედროვე ინფრასტრუქტურა. იგი დეტალურად გაეცნო იმ აკადემიურ ინიციატივებსა და სასწავლო გარემოს, რომლებსაც CIU საერთაშორისო სტუდენტებისთვის ქმნის.
     

    სხვა სიახლეები