• dateაპრილი 27, 2026
    time12:00 PM

    ინფორმაციული ტექნოლოგიების ორმაგი დიპლომის პროგრამა ბრაგანსას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (პორტუგალია)

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ინფორმაციული ტექნოლოგიების ორმაგი დიპლომის პროგრამაზე პარტნიორ ბრაგანსას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (პორტუგალია) 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

    პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ ორი ბაკალავრის ხარისხი:

    • ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაკალავრი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
    • ინფორმატიკის ინჟინერის ბაკალავრი – ბრაგანსას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (IPB)
    • მობილობის პერიოდში სტუდენტები IPB-ში გაივლიან 60 ECTS კრედიტის საგნებს, რომლებიც წარმატებით დასრულების შემთხვევაში აღიარებული იქნება უნივერსიტეტებს შორის შეთანხმებული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
    • პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ ორ დიპლომს.

    მონაწილეობის კრიტერიუმები:

    • მაღალი აკადემიური მოსწრება 
    • ინგლისური ენა (B2 დონე)
    • ძლიერი მოტივაცია საერთაშორისო სწავლისთვის 
    • მობილობის პერიოდში ორივე უნივერსიტეტის აქტიური სტატუსი

    სწავლის ხანგრძლივობა:

    1 აკადემიური წელი (2 სემესტრი)

    სასწავლო პროგრამა IPB-ში (60 ECTS)

    I სემესტრი:

    • ციფრული ელექტრონიკა 
    • მანქანური სწავლება 
    • მულტიპლატფორმული პროდუქტების განვითარება 
    • ქსელისა და სისტემის მენეჯმენტი 
    • ვებ-განვითარების ლაბორატორია 

    II სემესტრი:

    • კომპიუტერული ქსელები II 
    • კიბერუსაფრთხოება 
    • განაწილებული სისტემები 
    • საბოლოო პროექტი

    აკადემიური კალენდარი:

    • 2026/2027 სასწავლო წელი იწყება 7 სექტემბერს ( საორიენტაციო კვირა). 
    • სასწავლო პროცესი (ლექციები) დაიწყება 14 სექტემბერს.

    სწავლის საფასური:

    • წლიური საფასური: €1,567.50 
    • გადახდა შესაძლებელია 10 ნაწილად 
    • შესაძლოა დაწესდეს დამატებითი საფასური (კრედიტების აღიარება/დიპლომი) 
    • სტუდენტები იხდიან მხოლოდ მობილობის პერიოდის საფასურს IPB-ში

    სააპლიკაციო პროცესი:

    საბუთების მიღება მიმდინარეობს ელექტრონულად (PDF ფორმატი):

    📧 ird@ciu.edu.ge

    საჭირო დოკუმენტები:

    • პასპორტის ასლი 
    • სტუდენტის სტატუსის ცნობა (ინგლისურად) 
    • ნიშნების ფურცელი (ინგლისურად) 
    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურად) 
    • CV (ინგლისურად) 

    საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 10 მაისი, 2026 წ.

    შერჩევის პროცედურა:

    • დოკუმენტების გადარჩევა 
    • გასაუბრება საუნივერსიტეტო კომისიასთან 

    შეფასების კრიტერიუმები:

    • მოტივაცია 
    • აკადემიური მოსწრება 
    • ენობრივი კომპეტენცია 



    სხვა სიახლეები