მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
14 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა. აუდიტორიას მიესალმნენ: დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ნინო მინდიაშვილი და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე სესილი გოგიბერიძე.
კონფერენციაზე მუშაობდა 8 სექცია, რომელიც 16 ქვესექციაში გადანაწილდა. აღნიშნული სექციებია: ბიზნესი და ტექნოლოგიები; მედიცინა; მევენახეობა-მეღვინეობა; ჟურნალისტიკა; ინგლისური ენა და ლიტერატურა; საერთაშორისო ურთიერთობები; სამართალი.
ტრადიციისამებრ, წელსაც კონფერენციის მუშაობაში ჩაერთო მომავალ სტუდენტთა სექცია, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე 300-მდე ქართველმა და უცხოელმა სტუდენტმა წარადგინა მოხსენება. ნაშრომები ქართულ და ინგლისურ ენებზე იყო წარდგენილი, თითოეულ სექციაში მოხსენებებს კი დარგობრივი ექსპერტები და პროფესორები აფასებდნენ.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტმა ჯამში 600-მდე განაცხადი მიიღო. აღნიშნულ მასშტაბურ კონფერენციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოველწლიურად მასპინძლობს.
სხვა სიახლეები
აპრილი 16, 2026
12:30 PM
გაცვლითი პროგრამა ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი)
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ლოძის უნივერსიტეტში.
აპრილი 16, 2026
12:00 PM
გაცვლითი პროგრამა INTI საერთაშორისო უნივერსიტეტში (მალაიზია)
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ INTI საერთაშორისო უნივერსიტეტში.
მარტი 19, 2026
09:30 AM
მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამა ტოკაის უნივერსიტეტში (შაროშპატაკი, უნგრეთი)
2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მოკლევადიან გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ტოკაის უნივერსიტეტში.

























































































































































































