• dateაპრილი 16, 2026
    time12:30 PM

    გაცვლითი პროგრამა ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი)

    banner

    2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ლოძის უნივერსიტეტში.

    პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს. 

    აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება შესაბამისი განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება. 

    სწავლის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი (2026-2027 წლის შემოდგომის სემესტრი) 

    იხილეთ საგნების ჩამონათვალი : https://www.uni.lodz.pl/en/mobility-study-programmes-and-courses

    საკონკურსო ადგილი: 5

    საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 21 აპრილი, 2026 წ.

    სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე: 

    ird@ciu.edu.ge

    სააპლიკაციო დოკუმენტები:

    • პირადობის ასლი
    • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
    • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
    • CV (ინგლისურ ენაზე)

    შერჩევის პროცედურა:

    • სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
    • გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან

    შეფასების ძირითადი კრიტერიუმები: 

    • მოტივაცია
    • აკადემიური მოსწრება
    • ენობრივი კომპეტენცია

    ფინანსური პირობები: 

    • ამ პროექტის ფარგლებში სტუდენტები ლოძის უნივერსიტეტში განთავისუფლებულები არიან სწავლის საფასურის გადახდისაგან, იხდიან CIU-ში ჩვეულ რეჟიმში. 
    • მგზავრობისა და ადგილზე ცხოვრების ხარჯებს სტუდენტები თავად ფარავენ.

    საუნივერსიტეტო სტუდენტთა სემესტრული მობილობის (გაცვლითი) პროგრამებისთვის უნივერსიტეტი შემოიღებს დაფინანსების შემდეგ სქემებს:

    წინაპირობა წახალისება
    კონკურსს შედეგების მიხედვით 1 ადგილზე გასვლა + მინ. GPA 3,5 სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + საცხოვრებლის თანადაფინანსება თვეში 100 ევროს ფარგლებში (5თვე) + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 5 საგნის საფასურის კრედიტულად დაფარვა.
    კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,2 სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა.
    კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,0 სემესტრული სწავლის საფასური + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა.
    კონკურსს შედეგების მიხედვით შერჩეული + მინ. GPA 2,5 პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა.

    სხვა სიახლეები