• dateაპრილი 16, 2026
    time12:00 PM

    გაცვლითი პროგრამა INTI საერთაშორისო უნივერსიტეტში (მალაიზია)

    banner

    2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ INTI საერთაშორისო უნივერსიტეტში.

    პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს. 

    აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება შესაბამისი განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება.

    სწავლის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი (2026-2027 წლის შემოდგომის სემესტრი) 

    საკონკურსო ადგილი: 5

    საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 21 აპრილი, 2026 წ.

    სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე: 

    ird@ciu.edu.ge

    სააპლიკაციო დოკუმენტები:

    • პირადობის ასლი
    • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
    • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
    • CV (ინგლისურ ენაზე)

    შერჩევის პროცედურა:

    • სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
    • გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან

    შეფასების ძირითადი კრიტერიუმები: 

    • მოტივაცია
    • აკადემიური მოსწრება
    • ენობრივი კომპეტენცია

    ფინანსური პირობები: 

    • ამ პროექტის ფარგლებში სტუდენტები INTI საერთაშორისო უნივერსიტეტში განთავისუფლებულები არიან სწავლის საფასურის გადახდისაგან, იხდიან CIU-ში ჩვეულ რეჟიმში. 
    • ადმინისტრაციული საფასური INTI საერთაშორისო უნივერსიტეტში - RM 200.00 ( ≈ 50,57 USD )
    • საცხოვრებელი: უფასო არის 4 სტუდენტზე გაზიარებული ოთახი (ოთახის პირობების გაუმჯობესება შესაძლებელია დამატებითი საფასურით).
    • სტუდენტური ვიზის საფასური: RM 1,100.70 (≈ 250 USD )

    სხვა სიახლეები