2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მოკლევადიან გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ტოკაის უნივერსიტეტში.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: აქტიური სტატუსი მქონე მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს.
სწავლის ხანგრძლივობა: 05.07.2026 - 11.07.2026
საკონკურსო ადგილი: 3
ფინანსური პირობები:
სტიპენდია მოიცავს: სასწავლო მასალებს, საცხოვრებელს (უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში), ექსკურსიებს, მუზეუმების, მარნებისა და გამოფენების ბილეთებს.
მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა დამოუკიდებლად უნდა დაფაროს მგზავრობის და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები.
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 31 მარტი, 2026 წ.
სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე: ird@ciu.edu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- CV (ინგლისურ ენაზე)
შერჩევის პროცედრა:
- სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
- გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- მოტივაცია
- აკადემიური მოსწრება
- ენობრივი კომპეტენცია