მარიამ მარღიას დისერტაციის საჯარო დაცვა

2026 წლის 20 მარტს, 13:00–ზე, მულტიმედია ცენტრის პანორამაში (პირველი კორპუსის მე-10 სართული) შედგება მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ მარიამ მარღიას დისერტაციის „ახალგაზრდობის თემატიკა თანამედროვე ქართულ რეგიონულ ბეჭდურსა და სამაუწყებლო მედიაში (2020-2024 წლები)“ საჯარო დაცვა.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ციცინო ბუკია - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები:
ნინო ჭალაგანიძე - ჟურნალისტიკის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
ზაზა ცოტნიაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი მედიის მიმართულებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
სხვა სიახლეები
მაისი 22, 2026
02:00 PM
საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სასტიპენდიო კონკურსი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ცხადდება საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სასტიპენდიო კონკურსი.
მაისი 22, 2026
12:00 PM
CIU-ს სამი წლის ვადით ოთხი პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭა
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2026 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიენიჭა ოთხი პროგრამის განხორციელების უფლება სამი წლის ვადით. კერძოდ
მაისი 22, 2026
10:40 AM
„სტიპენდიით დაწყებული სტარტაპი“ - შეხვედრა ბიზნესინკუბატორში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესინკუბატორმა ინსპირაციულ შეხვედრას უმასპინძლა თემაზე: „სტიპენდიით დაწყებული სტარტაპი“. ღონისძიება, რომელსაც სტარტაპერი და მარკეტერი მარიამ ჭანკოტაძე უძღვებოდა, მიზნად ისახავდა სტუდენტებში სამეწარმეო სულისკვეთების გაღვივებასა და იმის ჩვენებას, რომ დიდი იდეების რეალიზება მცირე ფინანსური რესურსითაც არის შესაძლებელი.