კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვაინახთა დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო გაიმართა
23 თებერვალს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ქალთა ფედერაციასთან „კავკასიელ ქალთა კონგრესი“ ერთად, უმასპინძლა ხსოვნის საღამოს, რომელიც კავკასიის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ ფურცელს - 1944 წელს ვაინახების მასობრივ დეპორტაციას მიეძღვნა.
ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის 82 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გახსნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ეკატერინე ჭალაგანიძემ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, გიორგი ფარეშიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ამგვარი შეხვედრების მნიშვნელობას ისტორიული სამართლიანობისა და მეზობელ ხალხებს შორის სოლიდარობის განმტკიცების საქმეში.
საღამოს მოდერატორმა, ფილოლოგიის დოქტორმა მექა ხანგოშვილმა, სტუმრებს ვრცლად მიაწოდა ინფორმაცია იმ შემზარავი მოვლენების შესახებ, რაც 1944 წლის 23 თებერვლიდან 9 მარტამდე პერიოდში განვითარდა. აღინიშნა, რომ საბჭოთა რეჟიმის მიერ სულ რაღაც ორ კვირაში საკუთარი მიწიდან 500-დან 650 ათასამდე ადამიანი აყარეს. 180 ეშელონი, რომელიც დეპორტირებული ვაინახებით იყო სავსე, შუა აზიისკენ დაიძრა.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებაზე, სადაც ვაინახების ტრაგედიაა ასახული. საღამოზე სიტყვით წარდგა პოეტი ერეკლე საღლიანი, ასევე პროფესორები: ცირა ბარამიძე და ნიკო ჯავახიშვილი. ისტორიულ ფაქტებსა და ახალგაზრდებისთვის აღნიშნულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს შეხვედრის სხვა მონაწილეებმა.
ხსოვნის საღამოს განსაკუთრებით ემოციური ნაწილი გახლდათ ხუსეინ ერკენოვის ფილმის - „ნაბრძანებია, მიეცეს დავიწყებას“ ჩვენება. ფილმი ასახავს ხაიბახის ტრაგედიას, რომელიც ვაინახების გენოციდის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ეპიზოდია.
აღსანიშნავია, რომ 2004 წელს ევროპის პარლამენტმა ჩეჩნებისა და ინგუშების გასახლება გენოციდის აქტად ოფიციალურად აღიარა.
სხვა სიახლეები
მაისი 05, 2026
02:00 PM
CIU-ს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მე-10 საერთაშორისო პერსონალის კვირეულში - „We Are Communication“
პერსონალის კვირეულში - „We Are Communication“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს მე-10 საერთაშორისო პერსონალის კვირეულში (Staff Week) - „We Are Communication“, რომელიც 2026 წლის 13–17 აპრილს, ლიეტუვაში, შიაულიაის სახელმწიფო კოლეჯში გაიმართა.
მაისი 04, 2026
02:30 PM
CIU სტუდფესტი 2026-ის გახსნაზე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალში - „სტუდფესტი 2026“ - ჩაერთო.
მაისი 04, 2026
02:20 PM
სასწავლო-შემეცნებითი ტური
1-3 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის სომხეთის რესპუბლიკაში სასწავლო-შემეცნებითი ტური გაიმართა. აღნიშნული ინიციატივა რექტორის მრჩეველს, ასოცირებულ პროფესორ გიორგი ფარეშიშვილს ეკუთვნოდა, რომელიც ვიზიტის განმავლობაში სტუდენტთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა.





