• dateმაისი 05, 2026
    time02:00 PM

    CIU-ს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მე-10 საერთაშორისო პერსონალის კვირეულში - „We Are Communication“

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს მე-10 საერთაშორისო პერსონალის კვირეულში (Staff Week) - „We Are Communication“, რომელიც 2026 წლის 13–17 აპრილს, ლიეტუვაში, შიაულიაის სახელმწიფო კოლეჯში გაიმართა.

    ღონისძიებაში CIU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ქართულ და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელები - თინათინ დოლიაშვილი და ნინო რუხაია-მოსემღვდლიშვილი მონაწილეობდნენ. საერთაშორისო კვირეულმა სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები გააერთიანა.

    პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა აკადემიურ აქტივობაში - ჩაატარეს ლექციები თანამედროვე თემებზე, ასევე სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად იმსჯელეს კომუნიკაციისა და სოციალური მედიის საკითხებზე. 

    მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ ვორქშოფებში, რომლებიც მოიცავდა თემებს - ივენთ მარკეტინგი, ხელოვნური ინტელექტი და კომუნიკაცია. აღნიშნულმა გამოცდილებამ ხელი შეუწყო თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკებისა და ევროპულ ინსტიტუციებში გამოყენებული ინსტრუმენტების უკეთ გაცნობას.

    საერთაშორისო პერსონალის კვირეულმა CIU-ს წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა გაეფართოებინათ პროფესიული ქსელი - ინსტიტუციური პრეზენტაციებისა და შეხვედრების ფარგლებში დამყარდა ახალი კონტაქტები, ასევე გაძლიერდა არსებული პარტნიორობა საერთაშორისო თანამშრომლობისა და NEOLAiA ალიანსის ფარგლებში.

    აკადემიური აქტივობების პარალელურად, მონაწილეებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა კულტურულ პროგრამაში. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ებრაელთა მუზეუმში ვიზიტი, ასევე გაიმართა ექსკურსია ბირჟაიში, სადაც ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციებს გაეცნენ.

    საერთო ჯამში, საერთაშორისო პერსონალის კვირეული მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცდილება იყო, რომელმაც ხელი შეუწყო პროფესიულ განვითარებას, კომპეტენციების გაძლიერებასა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაფართოებას.

    სხვა სიახლეები