• dateმაისი 04, 2026
    time02:30 PM

    CIU სტუდფესტი 2026-ის გახსნაზე

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალში - „სტუდფესტი 2026“ - ჩაერთო.

    ღონისძიება რუსთავში მასშტაბური ღონისძიებით გაიხსნა. პროექტი, რომელიც ტრადიციულად 2014 წლიდან ხორციელდება, წელს კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს და საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის 20 000-ზე მეტ სტუდენტს აერთიანებს.

    საფესტივალო პროგრამა რუსთავის სპორტის სასახლეში სპორტული ასპარეზობებით დაიწყო, შემდეგ კი პროცესმა ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა: ათასობით სტუდენტმა კოსტავას გამზირიდან რუსთავის ცენტრალურ პარკამდე საზეიმო მსვლელობა მოაწყო.

    ცენტრალურ პარკში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს ქვეყნის აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ხაზი გაუსვეს მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას ახალგაზრდების თვითრეალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესში. გამომსვლელებმა მონაწილეებს წარმატებები უსურვეს იმ მრავალფეროვან აქტივობებში, რომლებიც მომდევნო კვირების განმავლობაშია დაგეგმილი.

    „სტუდფესტი 2026“ არ შემოიფარგლება მხოლოდ დედაქალაქითა და რუსთავით. კულტურული და სპორტული ღონისძიებების ციკლი გაგრძელდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: ქუთაისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავში.

    ფესტივალის ფინალურ ეტაპზე გამოვლინდება წლის გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებელი - ტიტული მიენიჭება იმ უნივერსიტეტს, რომლის წარმომადგენლებიც ჯამურად ყველაზე მეტ აქტივობაში შეძლებენ გამარჯვების მოპოვებას.

    “სტუდფესტი 2026” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსებით ტარდება. ორგანიზატორები არიან: თბილისის მერია, რუსთავის მერია და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია.

    საფესტივალო დღე ჯგუფი ,,ურსას"კონცერტით დასრულდა.

    სხვა სიახლეები