• dateმაისი 04, 2026
    time02:10 PM

    CIU-ს ასოცირებული პროფესორის ვიზიტი ჩინეთის აგრარულ უნივერსიტეტში.

    banner

    საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის საერთაშორისო პოპულარიზაციისა და სამეცნიერო კვლევების გაღრმავების ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ღვინის ეროვნული სააგენტოს მთავარი სპეციალისტი ირმა მდინარაძე, ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა ქალაქ პეკინში, ჩინეთის აგრარულ უნივერსიტეტში.

    ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო-აკადემიური ლექციების ციკლი, რომელიც მიეძღვნა ვაზისა და ღვინის სფეროში თანამედროვე კვლევით მიმართულებებს. 

    უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და დოქტორანტებს წარედგინათ თემები: „საქართველო ღვინის სამშობლო - წყვეტი 8000 წლიანი ისტორია“; „ვაზის ქართული ავტოქთონური ჯიშებისა და საქართველოს ველური ვაზის დაცვისა და შესწავლის თანამედროვე მიდგომები“; „საქართველოს ვენახების კადასტრი - თანამედროვე პრაქტიკა“.

    ლექციების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვაზის გენეტიკური რესურსების სამეცნიერო შესწავლისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებებს, ასევე, ხაზი გაესვა საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

    სხვა სიახლეები