კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ პროდუქტი - „ჩინური-გორული მწვანე“ - „გრანიკის ქართული ღვინოების 2024 წლის გზამკვლევშია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ პროდუქტი - „ჩინური-გორული მწვანე“ - „გრანიკის ქართული ღვინოების 2024 წლის გზამკვლევშია“ (Granik's Guide to Georgian Wines 2024).
გზამკვლევი ასახავს ქართული ღვინის ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს. კრებულში ნახავთ ძირითად ინფორმაციას მწარმოებლების შესახებ, ღვინის დეტალურ მიმოხილვას, მეღვინეობის პროფილსა და ინდუსტრიის მიმდინარე სტატისტიკას, ასევე ინფორმაციას კვების ადგილების, სასმელებისა და ქართული მევენახეობის შესახებ.
„გრანიკი“ არის მყიდველისთვის ქართული ბოთლირებული ღვინოების პირველი სრულყოფილი გზამკვლევი, რომელიც შეფასების არასტანდარტულ სისტემას იყენებს, ხოლო კრებულში შესული პროდუქცია დარგის ექსპერტებისთვის ხარისხის გარანტს წარმოადგენს.
გზამკვლევის მიზანია, ქართული მეღვინეობები და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია წარუდგინოს ღვინის მყიდველებს, ენთუზიასტებსა და ტურისტებს როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში.
გამოცემაში თანაბარი სტატუსი აქვთ როგორც ქვევრისა და კლასიკურ (ევროპულ) ღვინოებს, ისე ყველა მწარმოებელს, განურჩევლად მათი სიდიდისა.
გზამკვლევში მოხვედრამდე, ღვინის ბრმა დეგუსტაცია და მათი შეფასება ხდება მიუკერძოებელი ჟიურის მიერ, ცნობილი ამერიკელი ღვინის მაგისტრის, ლიზა გრანიკის ხელმძღვანელობით, აღნიშნულ კრებულში მოხვედრით კი ხაზი გაესვა „ჩინური-გორული მწვანის“ უნიკალურობას და მდიდარ გემოვნურ თვისებებს.
ცნობისთვის, მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ პროდუქციის შეძენა დღეისათვის ქსელურ ღვინის მაღაზიებსა და ბარებშია შესაძლებელი. მიუხედავად მისი არსებობის მოკლე ისტორიისა, კომპანიამ უკვე შეძლო რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოს მოპოვება სხვადასხვა კატეგორიაში. კომპანიის მენეჯმენტისა და წარმოების პრაქტიკულად ყველა რგოლი დაკომპლექტებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისგან.
გარდა „ჩინური-გორული მწვანისა“, მეღვინეობა „ეთნო ოკამი“ აწარმოებს შემდეგი სახის პროდუქციას: „რქაწითელი“; „ხაშმის საფერავი“; „თავკვერი“; „შავკაპიტო“; და „ოკამი" (თეთრი და წითელი).
სხვა სიახლეები
მაისი 29, 2026
01:10 PM
სამეცნიერო სემინარი: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ სამეცნიერო სემინარზე: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“ დასასწრებად.
მაისი 29, 2026
01:00 PM
CIU-ს რექტორის მრჩეველმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
25-28 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა, ასოცირებული პროფესორმა გიორგი ფარეშიშვილმა მონაწილეობა მიიღო მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში, პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის (MoPSA) მიერ ორგანიზებულ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „დემოკრატიზაცია და სახელმწიფო მშენებლობა“.
მაისი 28, 2026
11:00 AM
CIU-ს წარმომადგენლები NAFSA 2026-ში მონაწილეობენ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თამარ ინასარიძე და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ეკატერინე ჭალაგანიძე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში - NAFSA 2026 მონაწილეობენ, რომელიც 26-29 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ორლანდოში (ფლორიდის შტატი) იმართება.