კ ო ნ კ უ რ ს ი
ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის, კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სტიპენდიის მოსაპოვებლად
ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა HUMERIA აცხადებს კონკურსს სტუდენტების, მკვლევრებისა (Postdocs) და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის.
მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:
- ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი
- ბრატისლავას საშემსრულებლო ხელოვნების აკადემია, სლოვაკეთი
- ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტი, რუმინეთი
- გრონინგენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები
- ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი
- მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთი
- ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
- იასის ხელოვნების უნივერსიტეტი, რუმინეთი
პროგრამა სრულად ფარავს სწავლის, მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებს.
კონკურსში გამარჯვებულის ყოველთვიური სტიპენდია:
- მაგისტრანტი - 1000 ევრო
- დოქტორანტი - 1500 ევრო
- პოსტდოქტორანტი - 1800 ევრო
- აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი - 2500 ევრო
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:
- მათ, ვისაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე 12 თვეზე მეტი დრო აქვთ გატარებული ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მესამე სამიზნე ჯგუფზე (TG3));
- ბაკალავრებს.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა:
2014 წლის 23 დეკემბერი
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი:
http://humeria.eu
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:
მისამართი: ქ. ჩარგლის 73. ოთახი 515;
სხვა სიახლეები
მაისი 15, 2026
02:00 PM
„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ - კულტურათაშორისი ღონისძიება
14 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კულტურათაშორისი ღონისძიება - „ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ - გაიმართა. აღნიშნული პროექტი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მარკეტინგისა და უცხოელ სტუდენტთა ინტეგრაციის სამსახურის, ასევე სტუდენტ მენტორთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
მაისი 14, 2026
03:10 PM
პრაქტიკული აქტივობები მოსწავლეებისთვის მედიცინის მიმართულებით
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა. პროექტის მიზანს მედიცინის სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაცია და დარგობრივი ცოდნის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
მაისი 14, 2026
03:00 PM
სტამბოლში IV საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია ჩატარდა
10-12 მაისს, ქალაქ სტამბოლში (თურქეთი), წარმატებით გაიმართა IV საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია სახელწოდებით „ინოვაციური მიდგომები მეცნიერებაში“. მასშტაბური სამეცნიერო ფორუმი მიზნად ისახავდა თანამედროვე მეცნიერების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვასა და ინოვაციური გადაჭრის გზების ძიებას.