• dateმარტი 11, 2026
    time08:00 AM

    გაცვლითი პროგრამა ჩონამის ეროვნულ უნივერსიტეტში (სამხრეთ კორეა)

    banner

    2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ჩონამის ეროვნულ უნივერსიტეტში.

    პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის და ინგლისური ენა და ლიტერატურის საბაკალავრო საგანამნათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს. 

    აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება შესაბამისი განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება.

    სწავლის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი (2026-2027 წლის შემოდგომის სემესტრი) 

    საკონკურსო ადგილი: 5

    საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 25 მარტი, 2026 წ.

    სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე: 

    ird@ciu.edu.ge

    სააპლიკაციო დოკუმენტები:

    • პასპორტის ასლი
    • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
    • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
    • CV (ინგლისურ ენაზე)

    შერჩევის პროცედრა:

    • სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
    • გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან

    შეფასების ძირითადი კრიტერიუმები: 

    • მოტივაცია
    • აკადემიური მოსწრება
    • ენობრივი კომპეტენცია

    ფინანსური პირობები: 

    • ამ პროექტის ფარგლებში სტუდენტები ჩონამის უნივერსიტეტში განთავისუფლებულები არიან სწავლის საფასურის გადახდისაგან, იხდიან CIU-ში ჩვეულ რეჟიმში.

    საუნივერსიტეტო სტუდენტთა სემესტრული მობილობის (გაცვლითი) პროგრამებისთვის უნივერსიტეტი შემოიღებს დაფინანსების შემდეგ სქემებს:

     

    წინაპირობა

    წახალისება

    1

    კონკურსს შედეგების მიხედვით 1 ადგილზე გასვლა + მინ. GPA 3,5

    სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + საცხოვრებლის თანადაფინანსება თვეში 100 ევროს ფარგლებში (5თვე) + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 5 საგნის საფასურის კრედიტულად დაფარვა.

    2

    კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,2

    სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა.

    3

    კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,0

    სემესტრული სწავლის საფასური + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. 

    4

    კონკურსს შედეგების მიხედვით შერჩეული + მინ. GPA 2,5

    პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა.

    სხვა სიახლეები