• dateსექტემბერი 15, 2016
    time08:00 AM

    გამოცდების ფორმატი და შეფასების კრიტერიუმები სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის ინგლისური ენის დონის დასადგენი ტესტირება კსუ-ს ენების ცენტრში 21 სექტემბერს, 17:00 საათზე, უნივერსიტეტის მე-5 სართულზე, 504-ე აუდიტორიაში ჩატარდება.

    გამოცდა სპეციალობაში ტარდება 23 სექტემბერს, 15 საათზე, უნივერსიტეტის მე-5 სართულზე, 504-ე აუდიტორიაში შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

    • სამართლის სამაგისტრო პროგრამა;
    • საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა.

    გამოცდა სპეციალობაში ტარდება 23 სექტემბერს, 17 საათზე, უნივერსიტეტის მე-5 სართულზე, 504-ე აუდიტორიაში შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

    • საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების  სამაგისტრო პროგრამა;
    • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა;
    • ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა.

    გამოცდების ფორმატი და შეფასების კრიტერიუმები:

    1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების  სამაგისტრო პროგრამაზე ჩასარიცხად  სპეციალობაში ჩატარდება წერილობითი გამოცდა.  

    შეფასების კრიტერიუმებია:

    • 15 ღია ტიპის კითხვა - სულ 15 ქულა;
    • 5 დახურული ტიპის კითხვა - სულ 5 ქულა.

    სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა ბარიერის  გადასალახად  უნდა მიიღონ მინიმუმ 8 ქულა.

    • შიდა გამოცდისთვის წარმოდგენილი 4 ესედან უნდა ამოირჩიოთ ერთი და შეადგინოთ არგუმენტირებული ტექსტი არანაკლებ ერთი გვერდისა;           მაქსიმალური შეფასება - 10 ქულა, მინიმალური - 5 ქულა.

    მაქსიმალური შეფასება არის 30 ქულა.

    გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება ღია და დახურული ტიპის კითხვებში მინიმალური 8 ქულისა და არგუმენტირებულ  ესეში მინიმალური 5 ქულის მიღების შემთხვევაში.

    1. ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამაზე გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება წერილობით.

    შეფასების კრიტერიუმებია:

    • 20 ღია ტიპის კითხვა- სულ 20 ქულა;
    • 10 დახურული ტიპის კითხვა  - სულ 10 ქულა.

    მაქსიმალური შეფასება არის 30 ქულა.

    გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება ღია და დახურული ტიპის კითხვებში მინიმალური 16 ქულის მიღების შემთხვევაში.

    • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება წერილობით. საგამოცდო ბილეთში იქნება სამი საკითხი;

    თითოეული საკითხის მაქსიმალური შეფასებაა 10 ქულა. 

    გამოცდა ჩაბარებულად ითვლება თუ კანდიდატი დააგროვებს არანაკლებ 11 ქულას.

    1. საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამაზე გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება წერილობით. საგამოცდო ბილეთში იქნება სამი საკითხი;

    თითოეული საკითხის მაქსიმალური შეფასებაა 10 ქულა.

    გამოცდა ჩაბარებულად ითვლება თუ კანდიდატი დააგროვებს არანაკლებ 11 ქულას.

    1. სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება წერილობით. გამოცდაზე წარმოდგენილი იქნება 3 საკითხი, სტუდენტისათვის სასურველი სპეციალობიდან.

    თითოეული საკითხი შეფასდება 10 ქულით.

    სხვა სიახლეები