ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი ოლანი გოცირიძე და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ნანობაშვილი ესწრებოდნენ.
ლექციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამედროვე მეწარმეობის მნიშვნელობასა და ბიზნესის განვითარების მრავალფეროვან შესაძლებლობებზე. მომხსენებელმა სტუდენტებს გაუზიარა პრაქტიკული გამოცდილება იმისა, თუ როგორ შეიძლება იდეის წარმატებულ სტარტაპად გარდაქმნა და რა ეტაპების გავლაა საჭირო მეწარმეობის გზაზე.
დასკვნით ნაწილში განხილულ იქნა ბაზრის მიმდინარე ტენდენციები და ინვესტორებთან ეფექტიანი კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები. სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებასა და მომავალ კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა CIU-ის რექტორის მრჩეველი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ფარეშიშვილი.
ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს, მათ შორის დაიგეგმა მემორანდუმის გაფორმება.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.
დეკემბერი 11, 2025
10:30 AM
CIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების პროექტი „თბილი ქალაქი თბილისი“
6 დეკემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის IV კურსის სტუდენტებმა, სასწავლო კურსის „ღონისძიებების მენეჯმენტი MICE ტურიზმი“ (ლექტორი: ასოც. პროფესორი ნანა ახალაია) ფარგლებში, წარმატებით განახორციელეს პრაქტიკული სასწავლო აქტივობა - თბილისის გაცნობითი ტური ფაკულტეტის უცხოელი სტუდენტებისთვის.




