• dateმარტი 15, 2016
    time08:00 AM

    ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის სტიპენდიები საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის, ბელორუსიის და სომხეთის სტუდენტებისთვის

    banner

    ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის სტიპენდიები საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის, ბელორუსიის და სომხეთის სტუდენტებისთვის

    ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის სტიპენდიები დაფინანსდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

    სტიპენდიები ხელმისაწვდომია ოთხ სხვადასხვა საუნივერსიტეტო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს (2 კურსიდან) საქართველოდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ბელორუსიდან და სომხეთიდან.

    აპლიკაციის შეტანის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 აპრილი.

    თითოეული პროგრამისთვის 3 სტიპენდიაა ხელმისაწვდომი:

    Secure e-Governance -  26 ივნისი 9 ივლისი, ტარტუსა და ტალინში;

    Social Dimension: Estonian Business Environment and EU-Russian Relations 10-23 ივლისი, ტალინსა და ტარტუში;  


    Social Dimension: EU-Russian Relations and Baltic Regional Security 17-30 ივლისი, ტარტუსა და პარნუში ;

    Juri Lotman and Semiotics of Culture 4-15 ივლისი, ტარტუ.  

    სტიპენდია ფარავს:

    ·         პროგრამაში მონაწილეობის გადასახადი;

    ·         დაბინავება და საუზმე;

    ·         მოგზაურობა და მინიმალური ხარჯები (180 ევრო).

    დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

    http://www.ut.ee/en/admissions/estonian-development-cooperation-scholarships-students-georgia-moldova-ukraine-belarus#.VuEcYo2tRyw.facebook

    ან დაგვიკავშირდით:

    +995 598 56 42 95

    სვეტლანა კირაკოსიან

    საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

     

    სხვა სიახლეები