• dateმაისი 08, 2026
    time04:00 PM

    CIU-ს წარმომადგენლები 6th Erasmus+ Staff Week-ზე

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    27-30 აპრილს, ბულგარეთში, ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში გაიმართა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული „6th Erasmus+ Staff Week - Mobilities and Digitalization: Shaping the Future of the European Universities “, რომელშიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაში უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სვეტლანა კირაკოსიანი და დეპარტამენტის კოორდინატორები ნინო ჩირგაძე და მარიანა ჯალალბეკოვა.

    Staff Week“-ის ფარგლებში თანამშრომლებმა გადამზადება შემდეგი მიმართულებებით გაიარეს: Erasmus+ მობილობების მართვა, შერეული ინტენსიური პროგრამები (BIPs), ციფრული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და ევროპული უნივერსიტეტების მომავალი. ტრენინგები მოიცავდა თემატურ შეხვედრებს, სამუშაო სესიებსა და ვორქშოფებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის გამოცდილებას, ემსჯელათ საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე.

    ვიზიტის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც გაცვლითი Erasmus+ პროგრამით იმყოფებოდნენ ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში. 

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მონაწილეობა Erasmus+ Staff Week-ზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის პროცესს

    სხვა სიახლეები