2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას Erasmus+ მოკლევადიან მობილობის პროგრამაზე პარტნიორ ქილისის 7 დეკემბრის უნივერსიტეტში (ქილისი, თურქეთი).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის, საერთაშორიო ურთიერთოებებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიურ პერსონალს.
მობილობის პერიოდი: 2025-2026 წლის გაზაფხულის სემესტრი, 5 სამუშაო დღე და 2 დღე მგზავრობისთვის (მობილობა უნდა განხორციელდეს 28 მაისამდე).
საკონკურსო ადგილი: 2.
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 25 თებერვალი, 2026 წ.
სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება წარმოებს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე: ird@ciu.edu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
- CV (ინგლისურ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი;
- სასწავლო კურსის მოკლე მიმოხილვა.
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- ენობრივი კომპეტენცია - ინგლისური ენა მინიმუმ B2 დონე (ენის ცოდნის საერთაშორისო სერტიფიკატს უპირატესობა მიენიჭება);
- მობილობის ფარგლებში მოსალოდნელი შედეგები;
- სამუშაო გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება აფილირებულ აკადემიურ პერსონალს;
- უპირატესობა მიენიჭება ადმინისტრაციულ პოზიციაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს;
- უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც პირველად იღებს მონაწილეობას Erasmus+ პროექტში;
- უპირატესობა მიენიჭება ნაკლები შესაძლებლობების მქონე მონაწილეებს (სპეციალური საჭიროებების მქონე კანდიდატებს, მოწყვლად ჯგუფს და ა.შ).
ფინანსური პირობები:
- გრანტი ფარავს 140 ევროს ყოველ დღეზე (7 დღე);
- მგზავრობის ხარჯისთვის 275 ევრო;
- თანხას მიიღებენ მობილობის დასრულების შემდეგ თურქეთში, Ziraat ბანკში.