• dateოქტომბერი 16, 2026
    time07:58 AM

    CIU-ს წარმომადგენლებმა თურქმენეთში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას ხელმძღვანელობით, თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და გამოფენაში - „ჯანდაცვა, განათლება და სპორტი ძლიერი სახელმწიფოს ახალი ეპოქის აღორძინების პერიოდში“ - მიიღეს მონაწილეობა.

    ღონისძიება 10-12 ოქტომბერს, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გაიმართა და ჯანდაცვის, განათლებისა და სპორტის სფეროებში მიმდინარე პროცესებსა და განვითარების შესაძლებლობებს მიეძღვნა. საქართველოს დელეგაცია საერთაშორისო გამოფენის ოფიციალურ გახსნას დაესწრო და საგამოფენო ექსპოზიციებს გაეცნო.

    საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობამ ხელი შეუწყო საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებას.

    სხვა სიახლეები