CIU-ს მაგისტრანტმა გერმანიაში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა ანდრანიკ ოგანისიანმა, გერმანიაში გამართულ საერთაშორისო ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამაში - Institute of Civic Studies and Learning for Democracy (ICSLD) - მიიღო მონაწილეობა.
პროგრამა 5-15 ივნისს, ქალაქ აუგსბურგში გაიმართა და მისი მთავარი მიზანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და დემოკრატიული კულტურის გაძლიერების ხელშეწყობა იყო.
საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავდა როგორც ლექციებს, ასევე პრაქტიკულ სამუშაო შეხვედრებსა და ჯგუფურ აქტივობებს. პროგრამის ფარგლებში ანდრანიკ ოგანისიანმა წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - სახელმწიფოს როლი სამართლიანი საზოგადოების მშენებლობაში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
პროგრამის კულტურული ნაწილი მოიცავდა ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობათა მონახულებას, მათ შორის დახაუს საკონცენტრაციო ბანაკის მემორიალს, ნიურნბერგის იუსტიციის სასახლეს, ასევე მიუნხენისა და ნიურნბერგის მუზეუმებს.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:
🔹 მოქალაქის როლი საზოგადოებაში;
🔹 დემოკრატია და მოქალაქეთა მონაწილეობა;
🔹 სამოქალაქო პასუხისმგებლობა;
🔹 პოლიტიკური განათლება;
🔹 ადამიანის უფლებები;
🔹 სოციალური მოძრაობები;
🔹 დიალოგი და საჯარო ინსტიტუტები.
CIU ულოცავს ანდრანიკ ოგანისიანს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაში წარმატებით მონაწილეობას და მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.