კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „მცირე და საშუალო მარნების ელექტრონული სისტემების მართვა”.
- პროგრამის ხანგრძლივობა - 5 კვირა;
- კვირეული საათობრივი დატვირთვა - 10 სთ (სულ 50 სთ).
პროგრამა დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „პროფესიული უნარების განვითარების პროგრამების“ პროექტის „ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობის“ ფარგლებში.
პროგრამაზე სწავლა შეუძლია: პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე პირს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში ან მევენახეობა-მეღვინეობის მეურნეობაში/საწარმოში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილებით ან მევენახეობა-მეღვინეობის პროფესიული ან უმაღლესი პროგრამების სტუდენტებს. აუცილებელია აპლიკანტი იყოს სრულწლოვანი.
პროგრამის მიზანი: მეღვინეობის სფეროში, მცირე და საშუალო მარნების ელექტრონული სისტემების მართვის კომპეტენციებით აღჭურვილი კვალიფიციური კადრების გადამზადება და მიწოდება შრომის ბაზრისთვის, პროფესიული განათლების საერთაშორისო გამოცდილების, ეროვნული ტრადიციებისა და თავისებურებების გათვალისწინებით. პროფესიული გადამზადების პროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყანაში მცირე და საოჯახო საწარმოების/მარნების განვითარებას, რომელიც აწარმოებს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამის ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლურ სასმელებს. პროგრამა ითვალისწინებს საწარმოების რეგისტრირების, სერტიფიცირებისა და მართვის, დაზღვევის, ფონდების მოძიებისა და ბიოსერტიფიცირების სწავლებას კანონმდებლობის შესაბამისად. პროგრამის კურსდამთავრებულები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩართულები იქნებიან მცირე და საშუალო მარნების, საწარმოს ელექტრონული მართვის პროცესებში მეღვინე-ტექნოლოგის უშუალო ხელმძღვანელობის ქვეშ.
პროგრამების დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი (ქართული/ინგლისური) სერტიფიკატი დანართით.
დასაქმების შესაძლებლობები სფეროებში: ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა; საკვები პროდუქტების გადამუშავება.
მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ პროფესიული განათლების პორტალზე შემდეგი თანმიმდევრობით:
- https://vet.ge/
- აირჩიეთ მომზადება/გადამზადების პროგრამები: https://vet.ge/programs/short/
- გაიარეთ რეგისტრაცია
- აირჩიეთ პროგრამა: https://vet.ge/programs/short?filters=%7B%22organisation_name%22:439%7D/
პროფესიული გადამზადება: მცირე და საშუალო მარნების ელექტრონული სისტემების მართვა, შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
რეგისტრაციის ვადები:
I ჯგუფი - 12.08.2026 - 10.09.2026
II ჯგუფი - 12.08.2026 - 14.09.2026
სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღი:
I ჯგუფი: 28 სექტემბერი-23 ოქტომბერი, 2026
II ჯგუფი: 5 ოქტომბერი-6 ნოემბერი, 2026
პროგრამა განხორციელდება მისამართზე: თბილისი, ჩარგლის ქ. 73, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://ciu.edu.ge/ka/ciu-s-prophesiuli-ganatlebis-tsentri-prophesiuli-programebi
საკონტაქტო ტელეფონები: თეა ოსეფაშვილი, დირექტორი - ტელ: 599970277; ელენე სოსელია, სპეციალისტი - ტელ: 597006491