• CIU-ს პროფესიული განათლების ცენტრი / პროფესიული პროგრამები

    CIU-ს პროფესიული განათლების ცენტრი / პროფესიული პროგრამები

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსტიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი 2023 წელს დაარსდა. ცენტრის მიზანია საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში ინტეგრაცია. პროფესიული პროგრამების დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი (ქართული/ინგლისური) სერტიფიკატი დანართით. ცენტრის დირექტორია არაფორმალური და პროფესიული განათლების ექსპერტი - თეა ოსეფაშვილი.

    პროფესიული განათლების ცენტრის ადმინისტრირებით 2024-2025 წლებში განხორციელდა შემდეგი პროფესიული პროგრამები:

    • „მევენახეობის სპეციალისტი“ - პროფესიული მომზადების პროგრამა, მე-3 დონე;
    • „მეღვინე-ტექნიკოსი“ - პროფესიული გადამზადების პროგრამა, მე-4 დონე.

    აღნიშნული პროგრამები დაფინანსდა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელწიფო სააგენტოს მიერ. ორივე პროგრამას, რომელიც თბილისისა და ოკამის ბაზებზე განხორციელდა, ჯამში 42 კურსდამთავრებული ჰყავს.

    პროგრამების განმახორციელებლები არიან CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი: ოლანი გოცირიძე, ლაშა ბოდაველი, მაია მირველაშვილი, ლონდა მამასახლისაშვილი; საწარმოს/მევენახეობის მეურნეობის დარგის სპეციალისტები: ვაჟა ოზაშვილი, თემურ კაპანაძე.

    უნივერსიტეტს ასევე მიღებული აქვს პროფესიული მომზადების პროგრამის - „გერიატრიული ასისტენტი“ (მე-3 დონე) - განხორციელების უფლება.

    პროგრამის განმახორციელებლები არიან CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი: მაკა გაბიძაშვილი, ნანო შვანგირაძე, ქეთევან ველიაშვილი.

    CIU-ს პროფესიული განათლების ცენტრის მიერ ხორციელდება შემდეგი პროგრამები:

    • „მეღვინე-ტექნიკოსი“ - პროფესიული გადამზადების პროგრამა, მე-4 დონე

    პროგრამის ხანგრძლივობა - 10 კვირა;

    კვირეული საშუალო საათობრივი დატვირთვა - 14 სთ (სულ 146 სთ).

    მეცადინეობები ხორციელდება აუდიტორიასა და რეალურ სამუშაო გარემოში, უნივერსიტეტის ბაზებზე.

    კურსი დაკავშირებულია ღვინის წარმოების ტექნოლოგიური ციკლის მიმდინარეობასთან, წელიწადის დროებთან მიმართებაში. შესაძლებელია საწყობ-მაცივარში შენახული ყურძნის გამოყენება შესაბამისი სწავლის შედეგების მისაღწევად.

    პროგრამის მიზანი: მეღვინეობის სფეროში, საწარმოში მომუშავე კვალიფიციური ტექნიკოსის გადამზადება და კვალიფიციური კადრების მიწოდება შრომის ბაზრისთვის, პროფესიული განათლების საერთაშორისო გამოცდილებისა და ეროვნული ტრადიციების/თავისებურებების გათვალისწინებით.

    დასაქმების არეალი: მევენახეობა-მეღვინეობის კომპანია, ფერმერული მეურნეობა ან თვითდასაქმება ოჯახურ მეურნეობაში.

    • „მევენახეობის სპეციალისტი“ - პროფესიული მომზადების პროგრამა, მე-3 დონე

    პროგრამის ხანგრძლივობა - 6 კვირა;

    კვირეული საშუალო საათობრივი დატვირთვა - 22 სთ (სულ 132 სთ).

    მეცადინეობები ხორციელდება აუდიტორიასა და რეალურ სამუშაო გარემოში, უნივერსიტეტის ბაზებზე.

    პროგრამის მიზანი: მოამზადოს მევენახეობის დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც შეძლებს: სავენახე ნაკვეთის შერჩევა-მომზადებას, ვენახის გაშენებას, ვენახში სეზონური სამუშაოების შერულებას აგროტექნოლოგიური წესების გათვალისწინებით, ყურძნის მოსავლის აღება-შენახვას და რეალიზებას. ის არის კვალიფიციური მუშაკი, რომელიც მევენახის ან მევენახე-მეღვინის დავალებებს ასრულებს თავისი მოვალეობის ფარგლებში.

    დასაქმების არეალი: მევენახეობა-მეღვინეობის კომპანია, ფერმერული მეურნეობა ან თვითდასაქმება ოჯახურ მეურნეობაში.

    • ,,გერიატრიული ასისტენტი" - პროფესიული მომზადების პროგრამა, მე-3 დონე

    პროგრამის ხანგრძლივობა - 8 კვირა;

    კვირეული საშუალო საათობრივი დატვირთვა - 18 სთ (სულ 144 სთ).

    პროგრამაზე სწავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 18 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს სურვილი დასაქმდეს ხანგრძლივი ზრუნვის ინსტიტუციაში მომვლელად; შეისწავლოს გერიატრიული (ხანდაზმული) ასაკის პირის მოვლის თანამედროვე მიდგომები.

    პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს უნივერსიტეტის ბაზაზე. პროგრამის განმავლობაში დაგეგმილია ვიზიტი რეალურ გარემოში.

    პროგრამის მიზანი: მსმენელმა შეიძინოს გერიატრიული (ხანდაზმული) ასაკის პირის მოვლის საჭიროებებზე მორგებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც ითვალისწინებს: მოვლას დაავადებისა და ინდივიდუალური თვისებურებების გათვალისწინებით; ეფექტურ კომუნიკაციას; მოვლისთვის საჭირო პროცედურების ჩატარებას; კვებას; ჰიგიენის მოწესრიგებას; ჩაცმა/გახდას; საწოლის გამზადებას, საწოლისა და პირადი თეთრეულის გამოცვლას, დახმარებას მოძრაობის დროს; პაციენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვას, მისთვის მოსახერხებელი გარემოს შექმნას და გადაადგილებას; სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვას.

    დასაქმების არეალი: ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურეობის დაწესებულება (მოხუცთა თავშესაფარი, სათემო ან საოჯახო ტიპის მომსახურება, დღის ცენტრი).



    • „პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება“ - პროფესიული მომზადების პროგრამა, მე-4 დონე

    პროგრამის ხანგრძლივობა - 11 კვირა;

    კვირეული საათობრივი დატვირთვა - 15 სთ (სულ 165 სთ);

    პროგრამაზე სწავლა შეუძლია საშუალო განათლების მქონე პირს;

    მეცადინეობები ხორციელდება აუდიტორიაში უნივერსიტეტის ბაზაზე.

    პროგრამის მიზანი: დაინტერესებულ პირს გააცნოს საბუღალტრო საქმიანობასთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული საკითხები, რაც დაეხმარება მსმენელს სამეურნეო ოპერაციის აღქმასა და შეფასების უნარის განვითარებაში. მისცემს მას: პირველადი აღრიცხვის, ინფორმაციის დაჯგუფებისა და დამუშავების; სამეურნეო მოვლენების მიხედვით დოკუმენტების შედგენის; ბუღალტრული გატარებების გაკეთების; გამოთვლითი სამუშაოების შესრულების შესაძლებლობას; კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის კომპეტენციას; საგადასახადო დეკლარირების განხორციელებას (კომპეტენციების ფარგლებში).

    დასაქმების არეალი:კერძო და საჯარო უწყებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში საბუღალტრო და საფინანსო სამსახურებში, აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში ბუღალტრად, ბუღალტრის თანაშემწედ/ასისტენტად, ბუღალტერ-მოანგარიშედ, ბუღალტერ-ოპერატორად. შესაძლებელია თვითდასაქმებაც, კერძო პროფესიული პრაქტიკის განხორციელების გზით.

    • „ნულოვანი ემისიის სოფლის მეურნეობის მართვა" - პროფესიული გადამზადების პროგრამა, მე-5 დონე

    პროგრამის ხანგრძლივობა - 10 კვირა

    კვირეული საათობრივი დატვირთვა - 20 სთ (სულ 184 სთ).

    პროგრამაზე სწავლა შეუძლია პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე პირს სოფლის მეურნეობის ან გარემოს დაცვის სფეროში ან მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილებით ამავე სფეროებში, აუცილებელია საშუალო განათლება.

    მეცადინეობები ხორციელდება აუდიტორიასა და რეალურ სამუშაო გარემოში, უნივერსიტეტის და პარტნიორი ორგანიზაციის - შპს ესკო-ეს ბაზებზე: თბილისი, ოკამი, ბაზალეთი.

    პროგრამის მიზანი: მოამზადოს მაღალმოტივირებული და კონკურენტუნარიანი კადრები, რომლებიც ფლობენ თანამედროვე ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს ნულოვანი ემისიისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის სფეროში. პროგრამა კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას, ეფექტიანად უპასუხონ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გამოწვევებს და წარმატებით ჩაერთონ აგროსექტორის ტრანსფორმაციის პროცესში, შემდეგი კომპეტენციებით: კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სტრატეგიების დაგეგმვა და დანერგვა; ნარჩენების მართვისა და კომპოსტირების სისტემების ორგანიზება და განხორციელება; ზუსტი სოფლის მეურნეობის, ციფრული ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიის გადაწყვეტილებების დანერგვა; სათბური აირების ემისიების მონიტორინგი და ანგარიშგება; დაბალემისიური სოფლის მეურნეობის დაგეგმვა, ეკონომიკურიი და ფინანსურ ანალიზი; დაბალემისიური სისტემების ეფექტიანი მართვა - კომუნიკაციის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების დაცვით.

    დასაქმების შესაძლებლობები სფეროებში:ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა; სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა და ვეტერინარია.

    • „მცირე და საშუალო მარნების ელექტრონული სისტემების მართვა“ - პროფესიული გადამზადების პროგრამა, მე-4 დონე

    პროგრამის ხანგრძლივობა - 5 კვირა;

    კვირეული საათობრივი დატვირთვა - 10 სთ (სულ 50 სთ).

    პროგრამაზე სწავლა შეუძლია პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე პირს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში ან მევენახეობა-მეღვინეობის მეურნეობაში/საწარმოში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილებით ან მევენახეობა-მეღვინეობის პროფესიული ან უმაღლესი პროგრამების სტუდენტებს. აუცილებელია აპლიკანტი იყოს სრულწლოვანი.

    მეცადინეობები ხორციელდება აუდიტორიასა და სიმულაციურ და რეალურ სამუშაო გარემოში, უნივერსიტეტის ბაზებზე.

    პროგრამის მიზანი: მეღვინეობის სფეროში, მცირე და საშუალო მარნების ელექტრონული სისტემების მართვის კომპეტენციებით აღჭურვილი კვალიფიციური კადრების გადამზადება და მიწოდება შრომის ბაზრისთვის, პროფესიული განათლების საერთაშორისო გამოცდილების, ეროვნული ტრადიციებისა და თავისებურებების გათვალისწინებით. პროფესიული გადამზადების პროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყანაში მცირე და საოჯახო საწარმოების/მარნების განვითარებას, რომელიც აწარმოებს საერთაშორისო მოთხოვნებისშესაბამის ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლურ სასმელებს. პროგრამა ითვალისწინებს საწარმოების რეგისტრირების, სერტიფიცირებისა და მართვის, დაზღვევის, ფონდების მოძიებისადა ბიოსერტიფიცირების სწავლებას კანონმდებლობის შესაბამისად. ეს ყველაფერითავის მხრივ გაზრდის დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა რაოდენობას რეგიონებში,სხვა თანმდევ სასიკეთო პროცესებთან ერთად (საჭირო ნედლეულის მოყვანა-მიწოდება,გაყიდვა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე და სხვ.).პროგრამის კურსდამთავრებულები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩართულებიიქნებიან მცირე და საშუალო მარნების, საწარმოს ელექტრონული მართვის პროცესებში -მეღვინე-ტექნოლოგის უშუალო ხელმძღვანელობის ქვეშ.

    დასაქმების შესაძლებლობები სფეროებში: ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა; საკვები პროდუქტების გადამუშავება.

    • „ახალგაზრდული მონაწილეობის და აქტივობების მართვა" - პროფესიული გადამზადება, მე-5 დონე

    პროგრამის ხანგრძლივობა - 17 კვირა;

    კვირეული საათობრივი დატვირთვა - 15 სთ (სულ 255 სთ).

    პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა - სამუშაო გამოცდილება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ან ბავშვთა ცენტრებში ან ბანაკებში ან პროფესიული ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში აქტიური სტუდენტი, რომელსაც აქვს არაფორმალური განათლების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; აუცილებელია ასაკი - 18 წ.

    ან კვალიფიკაცია პროგრამის შესაბამის სფეროში:

    • ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა;
    • სოციალური კეთილდღეობა;
    • ბავშვის მოვლა და მოზარდთა მომსახურებები.

    მეცადინეობები ხორციელდება აუდიტორიასა და რეალურ სამუშაო გარემოში, უნივერსიტეტის ბაზებზე.

    პროგრამის მიზანი: ახალგაზრდული საქმიანობის სფეროში მოამზადოს მაღალკვალიფიციური, მოტივირებული დაკონკურენტუნარიანი კადრები, რომლებიცწარმატებით დასაქმდებიან შრომის ბაზარზე. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ექნებათ შემდეგი კომპეტენციები: ახალგაზრდების ინტერესების, შესაძლებლობებისა და საჭიროებების პროფესიული ანალიზი; ლიდერობისა და გუნდური მუშაობის თანამედროვე მიდგომების გამოყენებით ახალგაზრდული მონაწილეობის გაძლიერება, ახალგაზრდული პროექტების ეფექტიანი დაგეგმვა და მართვა, ასევე არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება და განხორციელება. პროგრამა ორიენტირებულია საკვანძო კომპეტენციების, პიროვნული და პროფესიული უნარების გაძლიერებაზე, მათ შორის ახალგაზრდულ მუშაობაში პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზე, პირველადი სამედიცინო დახმარების ეფექტურად გაწევასა და უწყვეტი თვითგანვითარების კულტურის ჩამოყალიბებაზე. პროგრამის ფარგლებში გადამზადებული სპეციალისტები წარმოადგენენ ბაზარზე მზარდი მოთხოვნის მქონე კადრებს, რომლებიც სრულად პასუხობენ ახალგაზრდულ სფეროში მოქმედი ბიზნესოპერატორებისა და ორგანიზაციების საჭიროებებს. მიღებული კომპეტენციები უზრუნველყოფს რეალურ ეკონომიკურ სარგებელს როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე, ხელს უწყობს თვითდასაქმებისა და მეწარმეობის შესაძლებლობების განვითარებას ახალგაზრდულ სფეროში.

    დასაქმების არეალი: სოციალური და ქცევითი მეცნიერებების, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - სოციალური მომსახურების საქმიანობები საცხოვრებლით უზრუნველყოფის გარეშე.

    პროგრამებზე რეგისტრაცია ცხადდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე პერიოდულად:https://vet.emis.ge/#/training-programs

    რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია CIU-ს პროფესიული განათლების ცენტრის დახმარებით.

    საკონტაქტო ინფორმაცია:

    თეა ოსეფაშვილი, CIU-ს პროფესიული განათლების ცენტრის დირექტორი.

    ელფოსტა: tea.osephashvili@ciu.edu.ge

    ტელ: 599970277

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი კვლავ აგრძელებს ახალი პროგრამების განხორციელებისათვის მუშაობას სხვადასხვა სფეროში, შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნის შესაბამისად, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.

    სასარგებლო ბმულები:

    საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (პროფესიული განათლება): https://mes.gov.ge/prof_edu.php?id=3&lang=geo&csrt=14178766383318486068

    პროფესიული უნარების სააგენტო: https://www.facebook.com/SkillsAgencyGeorgia/?locale=ka_GE

    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (პროფესიული განათლება): https://eqe.ge/ka/page/parent/948/profesiuli-saganmanatleblo-datsesebulebebis-avtorizacia

    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამები): https://eqe.ge/ka/page/parent/769/profesiuli-momzadeba-da-profesiuli-gadamzadeba

    დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო

    https://worknet.moh.gov.ge/

    https://www.facebook.com/worknet.gov.ge/?locale=ka_GE

    საქართველოს ფერმერთა ასოციაცია: https://gfa.org.ge/

    კომპანია Esco-S - ესკო-ესი: https://www.facebook.com/escosbazaleti/