CIU-ს ისრაელიდან მკვლევართა ჯგუფი ეწვია
12-15 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა ისრაელიდან, არილის უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფს უმასპინძლა. სამეცნიერო დელეგაციას პროფესორი შივი დრორი (Shivi Drori) ხელმძღვანელობდა, რომელთან ერთადაც სამუშაო პროცესში მკვლევრები - ლიჰი ჰოკი (Lihi Hoch) და იაელ ლევ მირონი (Yahel Lev Miron) მონაწილეობდნენ.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი შივი დრორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, კახაბერ კორძაიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე სამუშაოები შეაჯამეს და სამომავლო ერთობლივი კვლევების დეტალები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო პარტნიორობა ორ ინსტიტუციას შორის გასულ წელს დაიწყო, როდესაც ლიჰი ჰოკის პირველი ვიზიტის ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა ქართული და ებრაული ვაზის ჯიშებისა და ველური ფორმების შედარებით ენოლოგიურ შესწავლას. პირველ ეტაპზე ჩატარებულმა მოსინჯვითმა კვლევებმა მეცნიერებს საშუალება მისცა, ერთობლივი მეთოდიკა შეემუშავებინათ და კვლევის დეტალები დაეზუსტებინათ.
წლევანდელი ვიზიტი ამ თანამშრომლობის გაღრმავებისა და მასშტაბების გაფართოების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა. მხარეებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს შესასწავლი გენოტიპების სპექტრი და რაოდენობა, ასევე დახვეწეს კვლევის მეთოდები.
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 20, 2026
09:57 AM
რაულ ფევაძეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის ხარისხი მიენიჭა
16 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის აუდიტორიაში, გაიმართა პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ რაულ ფევაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები“.
ოქტომბერი 19, 2026
09:40 PM
CIU-ს სტომატოლოგიის სტუდენტებმა ვარხანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროექტები განახორციელეს
13 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა ადიგენის მუნიციპალიტეტის ვარხანის საჯარო სკოლაში ორი სტუდენტური სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი - „მე ვიხეხავ კბილებს“ და „პირის ღრუს ჯანმრთელობა და ჰიგიენა“ - განახორციელეს.
ოქტომბერი 19, 2026
09:39 PM
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში მაგნიტური დუოდენო-ილეოსტომიის (MagDi) უნიკალური ოპერაცია დაინერგა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი - რეგიონის მასშტაბით ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვის ლიდერი ხდება.







