CIU-ს „ბიზნესის ადმინისტრირების“ ქართულენოვან და ინგლისურენოვან სამწლიან საბაკალავრო პროგრამებს შვიდწლიანი უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ბიზნესის ადმინისტრირების“ ქართულენოვან და ინგლისურენოვან სამწლიან საბაკალავრო პროგრამებს (180 კრედიტი) შვიდწლიანი უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა.
სხვა სიახლეები
სექტემბერი 29, 2026
09:00 AM
გაცვლითი პროგრამა უსკუდარის უნივერსიტეტში (სტამბოლი, თურქეთი)
2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ უსკუდარის უნივერსიტეტში.
სექტემბერი 28, 2026
01:00 PM
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი
28 სექტემბერს ტრადიციული „აფხაზეთის კვირეულის“ ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ჯინჭარაძესა და განათლებისა და კულტურის მინისტრს, გიორგი ძაძამიას უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის ფოიეში თემატური გამოფენაც მოეწყო.
სექტემბერი 28, 2026
09:00 AM
ომარ თურმანიძის დისერტაციის საჯარო დაცვა
2026 წლის 7 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკლაძის სახელობის 305-ე აუდიტორიაში, შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ომარ თურმანიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა თემაზე: ირანის ბირთვული პროგრამა და 5+1 შეთანხმების მონაწილე აქტორების ინტერესები.



