• dateაგვისტო 05, 2026
    time08:00 AM

    CIU აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე

    banner
    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:
    • ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ადგილი
    • მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამა - 5 ადგილი
    • მევენახეობა და მეღვინეობის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ადგილი
    • პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ადგილი
    • სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ადგილი
    სადოქტორო პროგრამებზე მიღება განხორციელდება პრიორიტეტულ კვლევით მიმართულებებზე.
    სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება განხორციელდება 1 სექტემბრიდან - 12 სექტემბრის ჩათვლით (დოქტორანტურის სამსახური, ოთახი N79ა, 12:00-17:00 საათი, საბუთები ასევე მიიღება შაბათ დღეს).
    პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებებისა და მიღების წინაპირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ბმულებზე.
     
    ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა
    მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამა
    მევენახეობა და მეღვინეობის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა
    პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა
    სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა

    კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ, სადოქტორო პროგრამების კოორდინატორს, რევაზ ბერულავას revaz.berulava@ciu.edu.ge

    სხვა სიახლეები