ამერიკელმა პროფესორმა ადამ სტალბერგმა ინოვაციური ანალიტიკური სისტემა RuBase წარადგინა
8 სექტემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის თანაორგანიზებით, ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (აშშ) სემ ნანის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ხელმძღვანელის, პროფესორ ადამ სტალბერგის ტრენინგი გაიმართა თემაზე: "RuBase/StratBase: Update and Overview".
მოხსენების წარდგენამდე დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ეკატერინე ჭალაგანიძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების / გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ. შეხვედრის პირველი ნაწილის ფასილიტატორი გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომატი ზურაბ აბაშიძე. სტუმარსა და დამსწრე საზოგადოებას ასევე მიესალმა თსუ-ის კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გუგული მაღრაძე. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მიმართულების ექსპერტებმა და მკვლევრებმა.
შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ RuBase - კვლევითი მონაცემთა ბაზა და ანალიტიკური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის შესახებ ცოდნის ტრანსფორმაციას ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების გამოყენებით. პროექტი შექმნილია ჰააგის სტრატეგიული კვლევების ცენტრისა (HCSS) და ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (Georgia Tech) მჭიდრო თანამშრომლობით.
პროფესორი ადამ სტალბერგი საერთაშორისო უსაფრთხოების, ბირთვული პოლიტიკისა და ენერგეტიკული გეოპოლიტიკის აღიარებული ექსპერტია. მას პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის ხარისხი კალიფორნიის უნივერსიტეტში აქვს მიღებული და სხვადასხვა დროს კონსულტაციებს უწევდა ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა RAND Corporation, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო და Carnegie Corporation.
ღონისძიების მეორე ნაწილი ინტერაქციული ვორქშოპის ფორმატში წარიმართა, რომელსაც ფასილიტატორობა პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ გაუწია. დისკუსია უშუალოდ RuBase-ის მუშაობის პრინციპებსა და პრაქტიკულ გამოყენებას დაეთმო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ამერიკელი პროფესორისგან გეოპოლიტიკის, ხელოვნური ინტელექტის ანალიტიკისა და რეგიონული უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი პასუხები და პროფესიული ხედვა მიეღო.
სხვა სიახლეები
სექტემბერი 04, 2026
01:00 PM
თურქი პროფესორის ვიზიტი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში
31 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა Erasmus+-ის ფარგლებში Tokat Gaziosmanpaşa University-ის (თურქეთი) ასოცირებულ პროფესორ ჰუსეინ აქბაშს უმასპინძლა.
სექტემბერი 04, 2026
12:00 PM
CIU-ს დოქტორანტმა 2026 წლის EAIE-ის დოქტორანტურის კვლევითი გრანტი მოიპოვა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ჯოვანა აბლოთიამ 2026 წლის ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაციის (EAIE) დოქტორანტურის კვლევითი გრანტი (Doctoral Research Grant) მოიპოვა.
აგვისტო 27, 2026
12:15 PM
პირველკურსელთა რეგისტრაცია
იწყება რეგისტრაცია 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირებისათვის.





