• dateაგვისტო 27, 2026
    time12:15 PM

    პირველკურსელთა რეგისტრაცია

    banner

    იწყება რეგისტრაცია 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირებისათვის.

    პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით.

    რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე უნივერსიტეტში ადგილზე გამოცხადებით, 2 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით (10:00 დან 18:00 საათამდე), გარდა 6 სექტემბრისა
    (კვირა).

    მისამართი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, აუდიტორია 101, ჩარგლის ქუჩა N73.  

      რეგისტრაციის დროს წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:

    • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
    • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
    • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
    • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
    • სემესტრული საფასურის გადახდის ქვითარი ბანკიდან.


    შენიშვნა: არასრულწლოვანი (18 წლამდე) პირველკურსელი ვალდებულია რეგისტრაციის დროს გამოცხადდეს მშობელთან ერთად და თან იქონიოს დაბადების მოწმობა.

    2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხული აბიტურიენტები მრავალფეროვანი შეთავაზებების პაკეტით სარგებლობენ:

    40%-იანი შიდა გრანტი
    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო/ერთსაფეხურიან პროგრამაზე პირველი პრიორიტეტით  ჩარიცხული სტუდენტი ისარგებლებს 40%-იანი შიდა გრანტით. დაფინანსება გარანტირებულად მოქმედებს პირველ სემესტრში, ხოლო მომდევნო სემესტრებში მისი შენარჩუნება დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე (GPA 3.5 ან მეტი).

    100%-იანი და 70%-იანი შიდა გრანტი
    თუ სტუდენტის შეფასება ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულების მიხედვით 2000 ქულაზე მეტია, საბაკალავრო/ერთსაფეხურიანი პროგრამის ნებისმიერ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში ისარგებლებს 100%-იანი შიდა გრანტით, ხოლო 1950-დან 2000 ქულის შემთხვევაში — 70%-იან შიდა გრანტით. აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს სახელმწიფო გრანტის ანალოგს და მისი მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 2250 ლარს. დაფინანსება გარანტირებულად მოქმედებს პირველ სემესტრში, ხოლო მომდევნო სემესტრებში მისი შენარჩუნება დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე (GPA 3.5 ან მეტი).

    100%-იანი შიდა გრანტი ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის
    ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის ნებისმიერ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს 100%-იან შიდა გრანტს. დაფინანსება გარანტირებულად მოქმედებს პირველ სემესტრში, ხოლო მომდევნო სემესტრებში მისი შენარჩუნება დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე (GPA 3.5 ან მეტი).

    მედალოსნების შიდა გრანტი
    ოქროს მედალოსანი მიიღებს 20%-იან შიდა გრანტს, ხოლო ვერცხლის მედალოსანი — 10%-იან შიდა გრანტს. დაფინანსება გარანტირებულად მოქმედებს პირველ სემესტრში, ხოლო მომდევნო სემესტრებში მისი შენარჩუნება დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე (GPA 3.5 ან მეტი).

    მნიშვნელოვანია: ორი ან მეტი გრანტის ერთდროულად მოპოვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება რაოდენობრივად უფრო მოცულობით გრანტს.

    სწავლის დაწყების თარიღია 2026 წლის 14 სექტემბერი.

    სემესტრული საფასურის გადახდა შესაძლებელია თიბისი და ბაზის ბანკში ე.წ. კომუნალური გადახდის წესით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და სტუდენტის პირადი ნომრის მითითებით. ასევე, შესაძლებელია TBC PAY-სა და საქართველოს ბანკის (Express Bank) გადახდის აპარატებით სარგებლობა (გადახდა შესაძლებელი იქნება 2 სექტემბრიდან).

     

    სემესტრული გადასახადი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით შეადგენს:

     

    ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი:

    • მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - წლიური საფასური 2,890 ლარი, სემესტრული საფასური (50%) 1,445 ლარი.
    • ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - წლიური საფასური 2,890 ლარი, სემესტრული საფასური (50%) 1,445 ლარი.
    • ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - წლიური საფასური 2,890 ლარი, სემესტრული საფასური (50%) 1,445 ლარი.
    • ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - წლიური საფასური 2,890 ლარი, სემესტრული საფასური (50%) 1,445 ლარი.
    • ინფორმაციული ტექნოლოგიების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - წლიური საფასური 3.500 ლარი, სემესტრული საფასური (50%) 1,750 ლარი
    • ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - წლიური საფასური 2,890 ლარი, სემესტრული საფასური (50%) 1,445 ლარი.
    • ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - წლიური საფასური 3.500 ლარი, სემესტრული საფასური (50%) 1,750 ლარი.
    • კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - წლიური საფასური 2,890 ლარი, სემესტრული საფასური (50%) 1,445 ლარი.

     

    სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

    • ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - წლიური საფასური 2,490 ლარი, სემესტრული საფასური (50%) 1,245 ლარი.
    • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - წლიური საფასური 2,890 ლარი, სემესტრული საფასური (50%) 1,445 ლარი.
    • ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - წლიური საფასური 2,490 ლარი, სემესტრული საფასური (50%) 1,245 ლარი.

     

    მედიცინის ფაკულტეტი:

    • მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - წლიური საფასური 6,490 ლარი, სემესტრული საფასური (50%) 3,245 ლარი.
    • მედიცინის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - წლიური საფასური 6,490 ლარი, სემესტრული საფასური (50%) 3,245 ლარი. 
    • სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - წლიური საფასური 3,450 ლარი, სემესტრული საფასური (50%) 1,725 ლარი.
    • სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა - წლიური საფასური 5000 ლარი, სემესტრული საფასური (50%) 2,500 ლარი.

     

    სამართლის ფაკულტეტი:

    • სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - წლიური საფასური 2,890 ლარი, სემესტრული საფასური (50%) 1,445 ლარი.

     

    მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი:

    ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - წლიური საფასური 2,490 ლარი, სემესტრული საფასური (50%) 1,245 ლარი.

    სხვა სიახლეები