CIU-ს რექტორის მრჩეველმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
25-28 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა, ასოცირებული პროფესორმა გიორგი ფარეშიშვილმა მონაწილეობა მიიღო მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში, პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის (MoPSA) მიერ ორგანიზებულ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „დემოკრატიზაცია და სახელმწიფო მშენებლობა“.
კონფერენციის ფარგლებში გიორგი ფარეშიშვილმა წარადგინა მოხსენება თემაზე: „პოსტსაბჭოთა საქართველო გარდამავალ პერიოდში: რეგიონული ინტეგრაციის მოდელებსა და ეროვნულ ინტერესებს შორის მანევრირება თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში“.
საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავდა ინტერდისციპლინური დიალოგის ხელშეწყობას გამოჩენილ მეცნიერებს, მკვლევარებსა და პროფესიონალებს შორის, თეორიული და ემპირიული პერსპექტივების გაერთიანებით დემოკრატიზაციის, ინსტიტუციური განვითარებისა და სახელმწიფოს მდგრადობის საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი შეხვდა მონტენეგროს პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის პრეზიდენტს, პროფესორ ოლივერა კომარს (Prof. Dr. Olivera Komar), სადაც მხარეებმა ინსტიტუციებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
კონფერენციის თანაორგანიზატორები იყვნენ მონტენეგროს სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქალაქ ბუდვის მერია, მხარდამჭერი კი - კონრად ადენაუერის ფონდი.
სხვა სიახლეები
მაისი 30, 2026
08:00 AM
ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეოქრესტომათიის - „ცოცხალი ტექსტების“ წარდგენა
ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეოქრესტომათიის - „ცოცხალი ტექსტების“ წარდგენა გაიმართა.
მაისი 29, 2026
01:10 PM
სამეცნიერო სემინარი: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ სამეცნიერო სემინარზე: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“ დასასწრებად.
მაისი 29, 2026
10:00 AM
CIU-მ Erasmus+-ის ფარგლებში თურქ პროფესორ იუსუფ ავარს უმასპინძლა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) Erasmus+-ის აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, ქილისის 7 დეკემბრის უნივერსიტეტის (ქ. ქილისი, თურქეთი) ასისტენტ-პროფესორს, იუსუფ ავარს უმასპინძლა. ვიზიტი საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი აღმოჩნდა, რაც როგორც ოფიციალურ შეხვედრებსა და საჯარო ლექციებს, ისე კულტურულ შემეცნებით ტურებს მოიცავდა.



