კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორების აკადემიური ვიზიტი გდანსკის უნივერსიტეტში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები, ნანა ტალახაძე და ხათუნა კაჭარავა, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით, პოლონეთში, გდანსკის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
პროგრამის ფარგლებში CIU-ის პროფესორებმა გდანსკის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციები ჩაატარეს. ლექციებს ესწრებოდნენ გდანსკის უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებმაც განხილული საკითხების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები გდანსკის უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან. შეხვედრების დროს მხარეებმა ისაუბრეს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების, აკადემიური მობილობებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებზე.
ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
სხვა სიახლეები
ივნისი 12, 2026
01:00 PM
CIU-მ ბალტიის საერთაშორისო აკადემიის წარმომადგენლებს უმასპინძლა
8-12 ივნისს, Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბალტიის საერთაშორისო აკადემიის (ლატვია) წარმომადგენლები, პროფესორი არტურ უზბეკოვი და საერთაშორისო სტუდენტების კოორდინატორი, ელენა უზბეკოვა ეწვივნენ. ვიზიტი ერთდროულად ორმხრივ ფორმატს მოიცავდა და მიზნად ისახავდა როგორც აკადემიურ (Staff Mobility for Teaching), ისე ადმინისტრაციულ (Staff Mobility for Training) თანამშრომლობას.
ივნისი 12, 2026
01:00 PM
„ქრისტიანული ერთობის 1700 წელი საქართველოში“ - კონფერენცია
11 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. აღნიშნული ისტორიული თარიღი უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს ქვეყნის სულიერი, კულტურული და სახელმწიფოებრივი განვითარების ისტორიაში, რის გამოც 2026 წლის განმავლობაში მის აღსანიშნავად ქვეყნის მასშტაბით არაერთი ფართომასშტაბიანი ღონისძიებაა დაგეგმილი.
ივნისი 12, 2026
10:00 AM
ღია ლექცია - „მსოფლიოს გადანაწილების ქრონიკები“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ღია ლექცია ჩატარდა. ღონისძიება, სახელწოდებით „მსოფლიოს გადანაწილების ქრონიკები“, სასწავლო კურსის - „პროფესიული ინგლისური საერთაშორისო ურთიერთობებისთვის 2“-ის ფარგლებში მოეწყო.