ტრენინგი თემაზე - „ტექნოლოგიური გონება: AI-ის შესაძლებლობები“


3 ივნისი, 13:00 სთ., აუდიტორია 505
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება ტრენინგი თემაზე - „ტექნოლოგიური გონება: AI-ის შესაძლებლობები“.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება AI-ის სხვადასხვა ინსტრუმენტი და გამოყენების გზა.
სტუდენტები პრაქტიკული დავალებებით შეძლებენ გაიუმჯობესონ არსებული ცოდნა. გარდა ამისა, ექნებათ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ ხელოვნური ინტელექტის ახალი მიმართულებები.
ტრენერი: გიორგი კაკაშვილი - ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში, პროფესორი, CIU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი.
ტრენინგის ხანგრძლივობა 1.5 საათი.
სხვა განცხადებები
სექტემბერი 26, 2026
08:00 AM
CIU მედიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობს
2026 წლის 25–27 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მედიის კვლევები კომუნიკაციური ტრანსფორმაციის ეპოქაში“, რომლის თანაორგანიზატორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
ივლისი 15, 2026
11:00 AM
პროექტის - „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ - პრეზენტაცია
15 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის მორიგი ერთობლივი პროექტის - „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ - პრეზენტაცია.
ივლისი 03, 2026
08:00 AM
„AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ - საგანმანათლებლო კვირეული
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (16 ივლისი), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი გიწვევთ AI-სადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო ღონისძიებების სერიაზე - „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“;