• dateსექტემბერი 26, 2026
    time08:00 AM

    CIU მედიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობს

    banner

    2026 წლის 25–27 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მედიის კვლევები კომუნიკაციური ტრანსფორმაციის ეპოქაში“, რომლის თანაორგანიზატორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

    კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები:

    • ტრადიციული მედიის გამოწვევები ციფრულ ეპოქაში;
    • ხელოვნური ინტელექტი მედიაში;
    • ციფრული მედია და ინოვაციები;
    • სოციალური მედია და ვიზუალური თხრობა;
    • მედია წიგნიერება და დეზინფორმაციის ფორმები;
    • მედიის ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები.

    მნიშვნელოვანი თარიღები:

    • განაცხადისა და აბსტრაქტის მიღება - 20 აგვისტო
    • მონაწილეობის დადასტურება - 1 სექტემბერი
    • სარეგისტრაციო თანხის (100 ლარი) გადახდა - 15 სექტემბერი
    • შერჩეული ნაშრომის წარმოდგენა - 20 ოქტომბერი
    • ნაშრომების ატვირთვა ელექტრონულ ბაზაში და DOI-ის მინიჭება - 20 ნოემბერი

    კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/bihT3

    სხვა განცხადებები