კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით ტარდება მოკლევადიანი უწყვეტი სამედიცინო განათლების (CME) პროგრამა/ტრენინგი თემაზე: „რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის თანამედროვე პრინციპები სამედიცინო პრაქტიკაში“.
🎯 პროგრამას მინიჭებული აქვს I ტიპის 12 უწყვეტი პროფესიული განვითარების (უპგ) ქულა.
პროგრამა განკუთვნილია შემდეგი სპეციალობების სერტიფიცირებული ექიმებისთვის:
✔ შინაგანი მედიცინა
✔ ზოგადი ქირურგია
✔ თერაპიული სტომატოლოგია
✔ ყბა-სახის ქირურგია
✔ ინფექციური სნეულებები
📍 ტრენინგის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში განხილული იქნება თანამედროვე, მტკიცებულებებზე (Evidence-Based Medicine) და საერთაშორისო გაიდლაინებზე დაფუძნებული რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის ძირითადი პრინციპები. მონაწილეები გაეცნობიან ანტიმიკრობული თერაპიის უახლეს რეკომენდაციებს, კლინიკურ მიდგომებსა და პრაქტიკულ ასპექტებს, რომლებიც აუცილებელია ყოველდღიურ სამედიცინო საქმიანობაში.
🎓 პროგრამის ხელმძღვანელი:
ანზორ გოგიბერიძე - თერაპევტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
👩⚕️👨⚕️ მონაწილეობა შეუძლიათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს - შესაბამისი სპეციალობების ლიცენზირებულ ექიმებს.
📚 პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს მიერ, როგორც უწყვეტი სამედიცინო განათლების (CME) აქტივობა.
👉 იხილეთ სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/XshAI
📞 დამატებითი ინფორმაციისთვის - 577530133
📩 medicaltraining@ciu.edu.ge