26 ივნისი / 16:00 საათი / აუდიტორია 101
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია: „დოქტორ ვაილდი - პირის ღრუს მოვლის ინოვაცია“.
🎙️ სპიკერი: მარი ალხანაშვილი - ექიმი სტომატოლოგი, „დოქტორ ვაილდის“ წარმომადგენელი.
ლექციის ფარგლებში განხილული იქნება:
🔹 პირის ღრუს ჯანმრთელობის მნიშვნელობა
🔹 კარიესისა და პაროდონტის დაავადებების პრევენცია
🔹 თანამედროვე ჰიგიენური საშუალებების სწორი გამოყენება
🔹 რეგულარული სტომატოლოგიური კონტროლის აუცილებლობა
🔹 პირის ღრუს მოვლის ინოვაციური საშუალებები და მათი როლი ყოველდღიურ ჰიგიენაში.
შეხვედრის ფარგლებში დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ პირის ღრუს მოვლის თანამედროვე მიდგომებსა და ინოვაციურ საშუალებებს, ასევე მიიღონ პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია ყოველდღიური ჰიგიენის შესახებ.
✅ დასწრება თავისუფალია