ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი
ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: ბიზნესის და ტექნოლოგიების,სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს.
აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება შესაბამისი განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება.
სწავლის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
საკონკურსო ადგილი: 3
განცხადების მიღება: კონკურსი ტარდება სემესტრში ერთხელ. სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე:
ird@ciu.edu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- CV (ინგლისურ ენაზე)
შერჩევის პროცედრა:
- სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
- გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- მოტივაცია
- აკადემიური მოსწრება
- ენობრივი კომპეტენცია
ფინანსური პირობები:
მონაწილეები პარტნიორ უნივერსიტეტში განთავისუფლებულები არიან სწავლის საფასურის გადახდისაგან, იხდიან კსუ-ში ჩვეულ რეჟიმში. პარტნიორი უნივერსიტეტი კსუ-ს სტუდენტებს სთავაზობს ადგილს საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში სტუდენტთათვის მისაღებ ფასებში.
საუნივერსიტეტო სტუდენტთა სემესტრული მობილობის (გაცვლითი) პროგრამებისთვის უნივერსიტეტი შემოიღებს დაფინანსების შემდეგ სქემებს:
| № | წინაპირობა | წახალისება |
|---|---|---|
| 1 | კონკურსს შედეგების მიხედვით 1 ადგილზე გასვლა + მინ. GPA 3,5 | სემესტრული სწავლის საფასური+ორმხრივი ბილეთები+საცხოვრებლის თანადაფინანსება თვეშ 100 ევროს ფარგლებში(5 თვე)+სამოგზაურო დაზღვევა+პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 5 საგნის საფასურის კრედიტული დაფარვა. |
| 2 | კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა+ მინ. GPA 3,2 | სემესტრული სწავლის საფასური+ორმხრივი ბილეთები+სამოგზაურო დაზღვევა+პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
| 3 | კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა+მინ. GPA 3,0 | სემესტრული სწავლის საფასური+პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
| 4 | კონკურსს შედეგების მიხედვით შერჩეული+მინ. GPA 2,5 | პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |