• უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახური

    მიზნები, ამოცანები და შემადგენლობა

    სამსახურის მიზნები:

    უწყვეტი განათლების იმპლემენტაცია უნივერსიტეტსა და საზოგადოებაში;
    პროგრამების შემუშავება სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ასევე, სხვა სამსახურებთან თანამშრომლობით და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით;
    ფართო საზოგადოებისთვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ტრენინგების, კურსების, პროგრამების მომზადება და შეთავაზება;
    ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების ცნობიერების გაღრმავება ფართო საზოგადოებისთვის მოკლე კურსების შეთავაზების გზით;
    სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის უწყვეტი განათლების შესაძლებლობის შექმნა და დარგობრივი ტრენინგების შეთავაზება;
    უცხო ენების შემსწავლელი კურსების ორგანიზება ყველა დაინტერესებული პირისთვის;
    ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა სხვადასხვა პროგრამების საშუალებით.

    სამსახურის ამოცანები:

    საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების პროგრამების პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრა;
    მსმენელების ჩარიცხვა, სერტიფიკატების დამზადება, შესაბამისი აღრიცხვის წარმოება;
    საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ;
    ქართული ენის შემსწავლელი კურსების დანერგვა უცხოელებისათვის;
    რეგულარული და დარგობრივი უცხო ენების შემსწავლელი კურსების ორგანიზება;
    ადმინისტრაციული პერსონალის მუდმივმოქმედი პროგრამის განხორციელება ინგლისური ენის კომპეტენციის გაუმჯობესების მიზნით;
    ღონისძიებების დაგეგმვა კულტურული და შემეცნებითი ელემენტებით.

    სამსახურის შემადგენლობა:

    სამსახურის უფროსი;
    კოორდინატორი;
    ენების ცენტრის კოორდინატორი;
    სპეციალისტი.