• საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება (ERIC-GE)

    Slide image
    Slide image
    Slide image
    Slide image
    Slide image
    Slide image
    Slide image
    Slide image
    Slide image
    Slide image
    Slide image

    პროგრამა/პროექტი: ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტი
    ხანგრძლივობა: 2025-2027
    დაფინანსება: ევროკავშირის Erasmus+ პროგრამა
    პროექტის ვებ-გვერდი: https://eric-ge.edu.ge/ 

    პროექტის შესახებ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის Erasmus+-ის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების (CBHE) პროექტის „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება (ERIC-GE)“ ბენეფიციარი პარტნიორი.

    პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევისა და ინოვაციების პოტენციალის გაძლიერება, კვლევის ხარისხის მექანიზმების გაუმჯობესება და ინსტიტუციური პრაქტიკის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. პროექტის ფარგლებში შემუშავდება ინოვაციური სასწავლო მოდულები, ახალი აკადემიური კურსები და კვლევის მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომები, რაც ხელს შეუწყობს კვლევასა და განათლებას შორის უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას.

    განსაკუთრებული აქცენტი კეთდება:

    • კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერებაზე;
    • კვლევის ხარისხის შეფასების ინსტიტუციური მექანიზმების გაუმჯობესებაზე;
    • კვლევის მენეჯმენტში თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების დანერგვაზე;
    • ინოვაციური საგანმანათლებლო მოდულებისა და კურსების შემუშავებაზე;
    • მაგისტრანტებისა და დოქტორანტების, ასევე აკადემიური პერსონალის მხარდაჭერაზე;
    • საქართველოსა და ევროპის პარტნიორ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.

    მიზნები:

    • საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება.
    • კვლევის შეფასების მექანიზმების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
    • მეცნიერებათმზომელობის კურსის შემუშავება და დანერგვა.
    • აკადემიური და კვლევითი პერსონალის კომპეტენციების გაძლიერება.
    • მაგისტრანტებისა და დოქტორანტების მხარდაჭერა ინოვაციური სწავლების მიდგომებით.
    • საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობა.

    კონსორციუმი:

    ERIC-GE კონსორციუმი აერთიანებს საქართველოსა და ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ორგანიზაციებს. პროექტის კოორდინატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი ტექინფორმი და მასში მონაწილეობს ექვსი ქართული და ორი ევროპული უნივერსიტეტი. ევროპელი პარტნიორები არიან: პალერმოს უნივერსიტეტი (იტალია) და ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტი კვიპროსში.

    მოსალოდნელი შედეგები:

    ERIC-GE პროექტის ფარგლებში, პარტნიორი ინსტიტუტები:

    • გააუმჯობესებენ კვლევების მართვის პრაქტიკას;
    • მოდერნიზებენ კვლევის შეფასების სისტემებს;
    • დანერგავენ მეცნიერებათმზომელობის ახალ საგანმანათლებლო კურსს;
    • ინტეგრირებენ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს კვლევისა და სწავლების პროცესებში;
    • გააძლიერებენ საერთაშორისო თანამშრომლობას და ცოდნის გაცვლას;
    • გააძლიერებენ აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევარების კვლევით შესაძლებლობებს.

    პროექტის აქტივობები

    ERIC-GE პროექტის პირველი სამუშაო შეხვედრა ეროვნულ დონეზე

    ERIC-GE პროექტის პირველი სამუშაო შეხვედრა ეროვნულ დონეზე

    ERIC-GE ​​პროექტის პირველ ეროვნულ დონეზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე კონსორციუმის ინსტიტუტების წარმომადგენლები შეიკრიბნენ პროექტის განხორციელების, მოლოდინებისა და სამომავლო აქტივობების განსახილველად. მონაწილეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის პრინციპები და მეცნიერებათმზომელობის კურსის დანერგვა, რომელიც მიზნად ისახავს კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერებას. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ რექტორი კახაბერ კორძაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სვეტლანა კირაკოსიანი და სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შორენა ქურდაძე.

    ვრცლად
    ERIC-GE ​​პროექტის კონსორციუმის პირველი შეხვედრა

    ERIC-GE ​​პროექტის კონსორციუმის პირველი შეხვედრა

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ERIC-GE ​​პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ ორდღიან კონსორციუმის შეხვედრაში. შეხვედრის დროს პარტნიორებმა განიხილეს პროექტის მიზნები, სამომავლო აქტივობები და მეცნიერებათმზომელობის სასწავლო კურსის სამუშაო ვერსიები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერებას და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების დანერგვას მეცნიერების მენეჯმენტსა და საგანმანათლებლო პროცესებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპელი პარტნიორი უნივერსიტეტების და კონსორციუმის ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

    ვრცლად
    CIU-ს სტუდენტებისა და პერსონალისთვის Web of Science-ის სამეცნიერო ბაზები ხელმისაწვდომი გახდა

    CIU-ს სტუდენტებისა და პერსონალისთვის Web of Science-ის სამეცნიერო ბაზები ხელმისაწვდომი გახდა

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს Web of Science-ის სამეცნიერო მონაცემთა ბაზებზე წვდომა მიეცა. პლატფორმა გთავაზობთ მაღალი ხარისხის სამეცნიერო რესურსების, ციტირების ინდექსებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების ფართო სპექტრს, რაც მხარს უჭერს კვლევით საქმიანობას და აუმჯობესებს აკადემიური მუშაობის ხარისხს. აღნიშნულ ბაზებზე წვდომა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერებას და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობას.

    ვრცლად