კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ERASMUS+ პროექტში - ERIC-GE
18–19 თებერვალს ERASMUS+ CBHE პროექტის ERIC-GE-ის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო კონსორციუმის პირველი შეხვედრა, რომელსაც კოორდინატორი ორგანიზაციის სტატუსით მასპინძლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი ტექინფორმი. ღონისძიების პირველი დღე პროექტის ოფიციალურ გახსნას დაეთმო, ხოლო მეორე დღე სამუშაო ფორმატში წარიმართა.
პროექტში აქტიურად არის ჩართული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მისი მონაწილეობა კი წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას გააძლიეროს საკუთარი კვლევითი პოტენციალი, ხელი შეუწყოს აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევარების პროფესიულ განვითარებას და სტუდენტებს შესთავაზოს საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სივრცე.
ERIC-GE პროექტის კონსორციუმის შეხვედრაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს წარმოადგენდა რექტორი კახაბერ კორძაია, რომელიც გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სვეტლანა კირაკოსიანი, კოორდინატორები ნინო ჩირგაძე და მარიანა ჯალალბეკოვა, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი სესილი გოგიბერიძე და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შორენა ქურდაძე. ღონისძიებაში სულ მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა საქართველოსა და ევროპის მასშტაბით.
ღონისძიება გახსნეს ინსტიტუტი ტექინფორმის დირექციის წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ორი ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტის: პალერმოს უნივერსიტეტისა (იტალია) და ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტის (კვიპროსი) წარმომადგენლები, ასევე ხუთი ქართული პარტნიორი უნივერსიტეტის რექტორები.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში კონსორციუმის წევრებმა განიხილეს პროექტის მიზნები, სამომავლო საქმიანობა და წარმოადგინეს მეცნიერებათმზომელობის (Scientometrics) სასწავლო კურსის სამუშაო ვერსიები.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერებას, თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვას, მეცნიერების მენეჯმენტში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გაცნობასა და მათ ინტეგრირებას სასწავლო-სამეცნიერო პროცესებში.
ERIC-GE ორწლიანი პროექტია და 2025 წელს ევროკომისიის მიერ ERASMUS+-ის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.
სხვა სიახლეები
აგვისტო 21, 2026
02:00 PM
მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა
განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
აგვისტო 14, 2026
11:00 AM
რეგისტრაცია პროფესიულ პროგრამაზე - „მცირე და საშუალო მარნების ელექტრონული სისტემების მართვა”
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „მცირე და საშუალო მარნების ელექტრონული სისტემების მართვა”.
აგვისტო 05, 2026
08:00 AM
სამეცნიერო კონფერენცია - „ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მდგრადობის გზით აღმავალი ბაზრების პოტენციალის წარმოჩენა“
4-5 აგვისტოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და კანადის ბიზნესისა და აღმავალი ბაზრების აკადემიის (ABEM) ერთობლივი მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მდგრადობის გზით აღმავალი ბაზრების პოტენციალის წარმოჩენა“ გაიმართა.




