• dateნოემბერი 16, 2026
    time02:17 PM

    დიაბეტის მსოფლიო დღე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და კავკასიის მედიცინის ცენტრის ერთობლივი ინიციატივა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    14 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და კავკასიის მედიცინის ცენტრმა დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ერთობლივი პროექტი განახორციელეს - ინიციატივის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კლინიკაში დიაბეტის სკრინინგის აქტივობა ჩაატარეს.

    14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც დიაბეტის პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ეს მიზნები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

    მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ჯანმრთელობის კამპანიების განხორციელებას, სამედიცინო სერვისებისა და პრევენციული ღონისძიებების პოპულარიზაციას. ამასთანავე, ისინი მნიშვნელოვანია სამედიცინო განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებისთვის, რაც სტუდენტებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.

    ჯანმრთელობაზე ზრუნვა ცნობიერებით იწყება, ადრეული სკრინინგი კი ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია!

    სხვა სიახლეები