ვორქშოპი თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის გონივრულ გამოყენება“
17 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ვორქშოპი გაიმართა თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის გონივრული გამოყენება“. ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის იმ ცოდნისა და ხედვის მიწოდებას, რომელიც თანამედროვე აკადემიურ და პროფესიულ გარემოში ხელოვნური ინტელექტის სწორად, ეთიკურად და ეფექტიანად გამოყენებას უზრუნველყოფს.
ღონისძიება სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა და შეხვედრის მოდერატორმა ეკატერინე ჭალაგანიძემ გახსნა.
ვორქშოპის პროგრამა სხვადასხვა თემატურ მიმართულებებს აერთიანებდა. შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიის მიმართულების პროგრამების ხელმძღვანელის, პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის მოხსენებით დაიწყო, რომელმაც აკადემიურ სივრცეში ხელოვნური ინტელექტის როლისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა. პროფესორმა ყურადღება გაამახვილა როგორც ტექნოლოგიის მიერ გახსნილ შესაძლებლობებზე, ასევე იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც სტუდენტებსა და მკვლევრებს მის გამოყენებასთან ერთად ეკისრებათ.
შემდეგი მოხსენებით სიტყვით წარდგა სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე, რომელმაც მონაწილეებს ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი და ეთიკური განზომილებები გააცნო. მისი მოხსენება ეხებოდა როგორც ტექნოლოგიის რეგულირების აქტუალურ საკითხებს, ასევე იმ რისკებსა და ნორმებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია უსაფრთხო და ნდობაზე დაფუძნებული ტექნოლოგიური გარემოს შესაქმნელად.
ვორქშოფის დასკვნით ნაწილში სიტყვით წარდგა ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი კაკაშვილი, რომელმაც უახლესი ტექნოლოგიური ტენდენციები მიმოიხილა. მან სტუდენტებს გააცნო იმ ინოვაციური მიმართულებების თანამედროვე სურათი, რომლებიც მომავალში ინტელექტის განვითარების ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ღონისძიება ინტერაქტიული დისკუსიით დასრულდა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ კითხვები დაესვათ, საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ და გამოცდილება მიეღოთ სფეროს პროფესიონალებისგან.
სხვა სიახლეები
აპრილი 01, 2026
11:00 AM
განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია; ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 ვაკანსია.
აპრილი 01, 2026
09:00 AM
CIU-ს შეთავაზება აბიტურიენტებს
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხული აბიტურიენტები შეთავაზებათა მრავალფეროვანი პაკეტით ისარგებლებენ.
მარტი 30, 2026
01:00 PM
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (CIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ და უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ მოაწერეს ხელი.





