ღვინის ტურიზმი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU), საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) და ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (GWTO) ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებში , ცხადდება მიღება სასერტიფიკატო კურსზე - „ღვინის ტურიზმი“ .
ღვინის ტურიზმის კურსი გათვალისწინებულია ღვინის ტურიზმით დაინტერესებულ პირთათვის. კურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს მისცეს ან გაუღრმავოს ღვინის ტურიზმის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
კურსის შინაარსი
I შეხვედრა - ღვინის ტურიზმი საქართველოში
- - ღვინის ტურიზმის განსაზღვრება
- - ღვინის ტურიზმში ჩართული ძირითადი მხარეები და როლი
- - საქართველოს ღვინის ტურიზმის გეოგრაფია
ტრენერი: გივი ყუფარაძე, ტურიზმის დარგის ექსპერტი
II შეხვედრა - მევენახეობა და მეღვინეობა
- - ძირითადი ქართული ვაზის ჯიშები
- - ღვინის დამზადების ძირითადი ტექნოლოგიური სქემები
- - ქვევრი და ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგია
- - ღვინოების კლასიფიკაცია
ტრენერი: ოლანი გოცირიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, შენგელი კიკილაშვილი - ამპელოგრაფი, ღვინის კომპანია შუმი
III შეხვედრა - ღვინის დეგუსტაციის ხელოვნება
- - ღვინის არომატები და მისი აღქმის ზღვრები
- - ღვინის ზადი
- - ღვინის დაავადებები
- - სენსორიკის გაუმჯობესების პრაქტიკული სავარჯიშოები
ტრენერი: საბა ქიტიაშვილი, შპს ეთნო ოკამი - მთავარი მეღვინე; ღვინის ეროვნული სააგენტო - სადეგუსტაციო კომისიის წევრი; ღვინის კომპანია შუმი - ბრენდ ამბასადორი; შპს სფრინგ ფილდს - დამფუძნებელი / მთავარი მეღვინე.
IV შეხვედრა - ღვინის დეგუსტაცია და სერვირება (პრაქტიკა)
- - ღვინის სწორად შენახვა და მისი სერვირება
- - ღვინის სერვისის სტანდარტები და ეტიკეტი, საჭირო ინვენტარი
- - სხვადასხვა სახის დეგუსტაციის დაგეგმვა და ჩატარება
- - სპეციალური ღვინოების სერვირება - პრაქტიკული სავარჯიშო
- - ბოთლის გახსნა/ დასხმა/ დეკანტაცია - პრაქტიკული სავარჯიშო
ტრენერი: საბა ქიტიაშვილი, შპს ეთნო ოკამი - მთავარი მეღვინე; ღვინის ეროვნული სააგენტო - სადეგუსტაციო კომისიის წევრი; ღვინის კომპანია შუმი - ბრენდ ამბასადორი; შპს სფრინგ ფილდს - დამფუძნებელი / მთავარი მეღვინე
V შეხვედრა - კვების ინდუსტრია ღვინის ტურიზმში
- - გასტრონომიული კულტურა და გასტრონომიული ტურიზმი
- - ქართული სუფრა, როგორც რიტუალი&ღვინის როლი
- - ქართული მარნის კულტურა
- - ქართული ყველეული
- - ქართული ყველის ფენომენი და საერთაშორისო პოტენციალი
ტრენერი: დალილა ცატავა, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი; გასტრონომიული კულტურის მკვლევარი
VI შეხვედრა - ქართული ღვინის და კერძის შეხამება (პრაქტიკა)
- - მასტერკლასი: ქართული ყველის შეხამება ქართულ ღვინოსთან.
ტრენერი: დალილა ცატავა, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი; გასტრონომიული კულტურის მკვლევარი
VII შეხვედრა - ღვინის ტურიზმის მარკეტინგი
- - ღვინის მოხმარების კულტურა: ღვინო და საზოგადოება, დალევის მოტივაცია
- - ღვინის მოხმარების სიმბოლური როლი და სტატუსი
- - ღვინის მომხმარებელთა სეგმენტაცია
- - მომხმარებელთა კმაყოფილება და საჩივრების მართვა
- - ადგილობრივი და საერთაშორისო ღვინის ფესტივალები და გამოფენები
- - ციფრული მარკეტინგი ღვინის ტურიზმში
- - პროექტი „ღვინის გზა“
ტრენერი: მაია მელაძე, ტურიზმის დარგის ექსპერტი
VIII შეხვედრა - ღვინის ტურიზმის პროდუქტების შექმნა
- - მცირე მარნების სპეციფიკა საქართველოში და უცხოეთში – სერვისები და პროდუქტები
- - დამატებითი ტურისტული მომსახურება ღვინის ტურიზმში
- - ღვინის ტურიზმის პროდუქტების შექმნა
- - ღვინის ტურის შექმნა, გაყიდვა და მართვა
ტრენერი: ციცი ცაცკრიალაშვილი- ღვინის ტურიზმის მკვლევარი, მაია მელაძე- ტურიზმის დარგის ექსპერტი
IX შეხვედრა საოჯახო მარანი „ჯორჯინო“ (პრაქტიკა)
- - საოჯახო მარან „ჯორჯინოს“კონცეფცია, პოზიციონირება
- - საოჯახო მარნის გარდაქმნა ღვინის ტურიზმის ობიექტად
- - მარკეტინგული კომუნიკაციები
- - ღვინის ტურიზმის ბიზნესის მართვის ძირითადი ასპექტები
- - მარნის დათვალიერება და ღვინის დეგუსტაცია
ტრენერი: გიორგი მეშველიანი, საოჯახო მარან „ჯორჯინოს“ ხელმძღვანელი, ღვინის ტექნოლოგი
ტრენინგის დეტალები:
თარიღები: 24, 25, 26 ნოემბერი, 2, 3, 4, 9, 10, 11 დეკემბერი
კვირაში სამი დღე, 3 საათი დღეში
ოთხშაბათი-ხუთშაბათი- პარასკევი: 18:45 საათიდან 21:45 საათამდე
შაბათი: 12:00 საათიდან- 15:00 საათამდე
საათების ჯამური რაოდენობა: 27 სთ.
ღირებულება - 550 ლარი
- პრაქტიკა ესპანეთის ღვინის მარნებში
წარმატებული კურსდამთავრებული მოიპოვებს ორკვირიანი პროფესიული პრაქტიკის უფასოდ გავლის შესაძლებლობას ესპანეთში.
- სერტიფიკატი:
კურსდამთავრებულს გადაეცემა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU), საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) და ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (GWTO) მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/qZjKfkw52KKQQEBu6
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ulll@ciu.edu.ge.
ტრენინგ ცენტრი იტოვებს უფლებას, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში შეცვალოს ან გააუქმოს კურსის დაწყების თარიღი, რის შესახებაც დამატებით ეცნობებათ კურსზე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
სხვა სიახლეები
აპრილი 01, 2026
01:30 PM
ლექცია: „საქართველო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები“
1 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „საქართველო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები“. მოწვეულმა სპიკერმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი მაღლაკელიძემ, აუდიტორიას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში გლობალური ფინანსური მოთამაშეების როლი გააცნო.
აპრილი 01, 2026
11:00 AM
განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია; ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 ვაკანსია.
აპრილი 01, 2026
09:00 AM
CIU-ს შეთავაზება აბიტურიენტებს
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხული აბიტურიენტები შეთავაზებათა მრავალფეროვანი პაკეტით ისარგებლებენ.