• dateივნისი 18, 2026
    time02:00 PM

    სტუმრად პირველ ქვეით ბრიგადასა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტების სტუდენტები, ფაკულტეტების ადმინისტრაციასა და პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად, შემეცნებითი ვიზიტით ქალაქ გორს ეწვივნენ. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია მოინახულეს.

    ვიზიტის პირველი ნაწილი პირველ ქვეით ბრიგადაში წარიმართა, სადაც სტუმრები დეტალურად გაეცნენ ბრიგადის სტრუქტურას, მათ ყოველდღიურ საქმიანობასა და საბრძოლო გამოცდილებას. სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა.

    სასწავლო ტური ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაგრძელდა. საინფორმაციო პრეზენტაციის შემდეგ, უნივერსიტეტის წარმომადგენლები იუნკერების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და აკადემიის თანამედროვე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო-რეკრეაციული სივრცეები მოინახულეს, მათ შორის - სალექციო კლასები, მუზეუმი, ბიბლიოთეკა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი.

    ღონისძიების დასასრულს, სტუმრობისა და მჭიდრო თანამშრომლობის ნიშნად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სიმბოლური ჯილდოები გადაეცათ.

    სხვა სიახლეები