გიორგი ფარეშიშვილი ლუქსემბურგში პარლამენტარიზმის კვლევების კონფერენციაზე

4-6 ივნისს, ლუქსემბურგში პარლამენტარიზმის კვლევების მეხუთე გლობალური კონფერენცია გაიმართა. საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო ფორუმს ევროპის პარლამენტმა უმასპინძლა, ხოლო ღონისძიების ორგანიზატორი ლუქსემბურგის უნივერსიტეტი გახლდათ. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ წამყვანი მკვლევრები და მეცნიერები მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან.
ორგანიზატორთა ოფიციალური მიწვევით, ევროპის პარლამენტში მოხსენებით წარდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ფარეშიშვილი. ქართველი მეცნიერის გამოსვლა საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარების უახლეს ტენდენციებსა და ამ მიმართულებით არსებულ აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა.
კონფერენციაზე წარდგენილი სამეცნიერო მოხსენებები დაიბეჭდება საერთაშორისო დონის აღიარებულ აკადემიურ პერიოდულ გამოცემაში - International Journal of Parliamentary Studies, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟული გამომცემლობა Brill გამოსცემს.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტარიზმის კვლევების მომდევნო გლობალურ კონფერენციას 2027 წელს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი, ლონდონი უმასპინძლებს.
სხვა სიახლეები
ივნისი 17, 2026
02:00 PM
ტრენინგი თანამშრომლობითი სწავლების მეთოდების შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო პროცესის განვითარებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდის ხელშეწყობას. ამ მიზნით, უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი, რომელიც თანამშრომლობითი სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს დაეთმო. შეხვედრას უძღვებოდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების ექსპერტი თამარ ფანჩულიძე.
ივნისი 17, 2026
12:00 PM
ლაშა შავაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა
2026 წლის 1 ივლისს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის 305 აუდიტორიაში შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ლაშა შავაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა თემაზე: გლობალური პოლიტიკა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები.
ივნისი 16, 2026
01:00 PM
სამეცნიერო-საგანმანათლებლო შეხვედრა მედიცინის ფაკულტეტზე
12 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ლელა წიტაიშვილის ორგანიზებით და ხელმძღვანელობით ჩატარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო შეხვედრა თემაზე: „სტომატოლოგიისა და მედიცინის ინტერდისციპლინური თანამშრომლობა - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მოდელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში პროფესიული კომპეტენციების განვითარებისათვის“.