სტუმრად პირველ ქვეით ბრიგადასა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტების სტუდენტები, ფაკულტეტების ადმინისტრაციასა და პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად, შემეცნებითი ვიზიტით ქალაქ გორს ეწვივნენ. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია მოინახულეს.
ვიზიტის პირველი ნაწილი პირველ ქვეით ბრიგადაში წარიმართა, სადაც სტუმრები დეტალურად გაეცნენ ბრიგადის სტრუქტურას, მათ ყოველდღიურ საქმიანობასა და საბრძოლო გამოცდილებას. სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა.
სასწავლო ტური ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაგრძელდა. საინფორმაციო პრეზენტაციის შემდეგ, უნივერსიტეტის წარმომადგენლები იუნკერების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და აკადემიის თანამედროვე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო-რეკრეაციული სივრცეები მოინახულეს, მათ შორის - სალექციო კლასები, მუზეუმი, ბიბლიოთეკა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი.
ღონისძიების დასასრულს, სტუმრობისა და მჭიდრო თანამშრომლობის ნიშნად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სიმბოლური ჯილდოები გადაეცათ.
სხვა სიახლეები
ივნისი 19, 2026
12:00 PM
სტუმრად ბირთვული/რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ლაბორატორიებში
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები სააგენტოს ლაბორატორიის მუშაობასა და ტექნიკურ აღჭურვილობას გაეცნენ. შემეცნებით ტურს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლები უძღვებოდნენ.
ივნისი 18, 2026
10:00 AM
გიორგი ფარეშიშვილი ლუქსემბურგში პარლამენტარიზმის კვლევების კონფერენციაზე
4-6 ივნისს, ლუქსემბურგში პარლამენტარიზმის კვლევების მეხუთე გლობალური კონფერენცია გაიმართა. საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო ფორუმს ევროპის პარლამენტმა უმასპინძლა, ხოლო ღონისძიების ორგანიზატორი ლუქსემბურგის უნივერსიტეტი გახლდათ. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ წამყვანი მკვლევრები და მეცნიერები მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან.
ივნისი 17, 2026
02:00 PM
ტრენინგი თანამშრომლობითი სწავლების მეთოდების შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო პროცესის განვითარებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდის ხელშეწყობას. ამ მიზნით, უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი, რომელიც თანამშრომლობითი სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს დაეთმო. შეხვედრას უძღვებოდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების ექსპერტი თამარ ფანჩულიძე.




