• dateმარტი 25, 2025
    time11:00 AM

    კავკასიოლოგთა VII საერთაშორისო კონგრესი

    banner

    კავკასიოლოგთა VII საერთაშორისო კონგრესი

    კავკასია - ინტერდისციპლინური კვლევები

    ენები, ხალხები, კულტურა, გენეტიკური კვლევები

    ორგანიზატორები:

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
    ჩატარების ადგილი: თბილისი, საქართველო

    ჩატარების თარიღი: 25-28 სექტემბერი, 2025 წ.

    კონგრესის მიზანია: გამოკვეთოს კავკასიის რეგიონის ენებისა და ხალხების კულტურულ-ცივილიზაციური კონტექსტი ისტორიულ ჭრილში ინტერდისციპლინური კვლევების შედეგების საფუძველზე; განსაზღვროს კავკასიის რეგიონის წინაშე არსებული ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები; შეიმუშაოს გამოწვევათა გადასაჭრელად გასატარებელი აქტივობების სამეცნიერო საფუძვლები; განსაზღვროს კავკასიის ლინგვოკულტურული და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესაძლებლობები.

    ზემოხსენებული საკითხები არ ზღუდავს სხვა კავკასიოლოგიურ თემატიკას, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს კონგრესზე გასატანად. კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კავკასიის ენათა სიცოცხლისუნარიანობისა და ფუნქციონირების საკითხებს; ასევე, კავკასიის ხალხთა ფიზიკური ანთროპოლოგიის საკითხებს, გენეტიკური კვლევების შედეგებს და ამ კვლევათა მიმართებას არქეოლოგიური და ლინგვისტური კვლევების შედეგებთან.

    კავკასიოლოგთა VII საერთაშორისო კონგრესი იმუშავებს სექციებად დარგების მიხედვით:

    ენათმეცნიერება, სოციოლინგვისტიკა (3 სექცია);
    ისტორია (2 სექცია);
    არქეოლოგია;
    კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა;
    ეთნოლოგია;
    ფოლკლორი, ლიტერატურა;
    ეკოლოგია, გეოპოლიტიკა, გეოეკონომიკა;
    კავკასიის ხალხთა ფიზიკური ანთროპოლოგია, გენეტიკური კვლევები.
    მნიშვნელოვანი თარიღები:

    თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 15 ივლისი, 2025 წ.

     

    შეტყობინება მოხსენების პროგრამაში ჩართვის შესახებ: 5 აგვისტო, 2025 წ.;

    მოხსენებათა (სასტენდო, ზეპირი) წარდგენის ბოლო ვადა: 5 სექტემბერი, 2025 წ.;

    მასალების წარდგენის წესი - ორ ენაზე სამუშაო ენებიდან;

    მოცულობა: არაუმეტეს 500 სიტყვისა ერთ ენაზე;

    შრიფტი: ქართულისათვის - Sylfaen, ინგლისურისა და რუსულისათვის - Times New Roman;

    შრიფტის ზომა: 12, სტრიქონებს შორის ინტერვალი: 1,5;

    ფორმატი: როგორც MS Word, ასევე PDF;

    თეზისები როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: CongresskafVII@gmail.com

    რეგლამენტი:

    პლენარული სხდომის მოხსენება - 25 წუთი;

    მოხსენება (პრეზენტაცია) - 20 წუთი;

    დისკუსია - 10 წუთი.

    კონგრესის თავმჯდომარე, პროფესორი ცირა ბარამიძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

    აღმასრულებელი ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფარეშიშვილი (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი).

    სხვა სიახლეები